0 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირანმა ამერიკული ბაზები დაბომბა - დაღუპულია 80 ამერიკელი ჯარისკაცი

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ერაყში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს, სულ მცირე 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

„ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ დაღუპულია 80 ამერიკელი ჯარისკაცი ამერიკულ აინ ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმის დროს“, - წერს სააგენტო „მეჰრი“.

ცნობისთვის, აშშ-ში აცხადებენ, რომ ცნობები გარდაცვლილთა შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დამდგენი სამუშაოები.

ირანული მედიის ცნობით კი, სანდო წყარომ მათ განუცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ვერ უზუნველყო იერიშის მოგერიება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული, მათმა საჰაერო დაცვის სისტემამ ვერ მოახერხა საპასუხო ქმედების განხორციელება. ამერიკის 104 წერტილის იდენტიფიცირება მოხდა, რომელიც აშშ-ის პირველი შეცდომისთანავე განადგურდება“,-აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები