1 4 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. 

ავტომანქანების კოლონამ ექსპერტიზის ბიურო რამდენიმე ხნის წინ დატოვა და ამ დროისთვის სამების ტაძარშია, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 18:00 საათზე დაიწყება.

მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიასა და კიდევ 23 პირის ნეშტს ხვალ, 17 ოქტომბერს დაკრძალავენ. 

შეგახსენებთ, აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან 25 პირის ცხედარი იდენტიფიციარებული და გადმოსვენებულია. განცხადება ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა 11 ოქტომბერს გააკეთა. 

გთავაზობთ აღნიშნული პირების სრულ სიას:

1. გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე -  მინისტრთა საბჭო/სოხუმის მერი;

2. ალასანია მამია გიორგის ძე - მინისტრთა საბჭო/სახელმწიფო საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის რეგიონული კურატორი;

3. შენგელია არშაველი ფილიპეს ძე - მინისტრთა საბჭო/ ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი;

4. გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე - მინისტრთა საბჭო/მინისტრთა საბჭოს მოადგილე;

5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე - სოხუმის რკინიგზის სადგური/მებრძოლი;

6. ბერუაშვილი ბადრი - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი (მოადგილე);

7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის - რაულ ეშბას პირადი დაცვა;

9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე - მებრძოლი;

11. ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

12. კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე - მინისტრთა საბჭო/პირადი მცველების "იუპიტერის" დანაყოფის განყოფილების უფროსი (ჟიული შარტავას დაცვა);

13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე - სოხუმი/ახალი რაიონი/მებრძოლი;

14. სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

15. გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

16. აბსანძე თენგიზი გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვის წევრი, დანაყოფი "იუპიტერი";

17. ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე - მინისტრთა საბჭო/ აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის - რაულ ეშბას პირადი დაცვა;

18. გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

19. ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

20. ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი;

21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე - მებრძოლი;

22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ „იუპიტერის“ წევრი;

23. შარტავა ელგუჯა გივის ძე - მინისტრთა საბჭო/ჟიული შარტავას დაცვა, დანაყოფ „იუპიტერის“ წევრი;

24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე - მინისტრთა საბჭო/ავღანელთა ბატალიონი

25. მოსიძე მარია ვასილის ასული - მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები