0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიგი უგულავა დააკავეს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს, დაახლოებით 06.00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს . მასთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი გიგა ბოკერიაც. გიგი უგულავა, გიგა ბოკერიასთან ერთად, კიევში მიფრინავდა. გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა საზღვრის გადაკვეთის დროს აიყვანეს. გამომძიებლებმა უგულავას ბრალი აეროპორტშივე გააცნეს. უგულავას უკანონო თანხების ლეგალიზება ედება ბრალად. ამ დროისთვის გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები