0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი მარგველაშვილი 2006 წელს იარაღის უკანონო ტარებისა და ხულიგნობისთვის გაასამართლეს

21 ივნისს, გორში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 6 წევრიდან ერთ-ერთი 24 წლის გიორგი მარგველაშვილია. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, 2006 წელს მარგველაშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და ხულიგნობისთვის გაუსამართლებიათ.

ამასთან, როგორც გამოცემასთან საუბრისას ცენტრალური კრიმუნალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ვალერი თელია აცხადებს, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

„ჩვენ ვაგრძელებთ გამოძიებას და შესაძლოა, ამ ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, – აღნიშნავს თელია.

გამოცემის ინფორმაციით, 6-წევრიანი დაჯგუფების წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ, 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გოგი კ, 1972 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კობა გ, 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ მ, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამაზ დ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოთარ ჯ. დააკავეს.
ინფორმაციის წყარო კვირა.ჯი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები