0 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

როგორ მოვამზადოთ სამარხვო ნამცხვარი "ზებრა"

მარტივი და გემრიელი ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 ჩაის ჭიქა მურაბის წვენი ან ჯემი(ნებისმიერი) 1 ჩაის ჭიქა შაქარი 1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი 1 არასრული ჩაის ჭიქა ზეთი 1 ჩ. კ. სოდა ძმრით ან 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი ვანილი 1ცალი 3-4 ჭიქა ფქვილი ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ და ფქვილი ბოლოს დავამატოთ. ცომი გავყოთ ორ ნაწილად და ერთში გაურიოთ კაკაო (დაახლოებით 1სუფრის კოვზი) ცხელ საცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი (სამარხვო) და დავასხათ მონაცვლეობით თეთრი და შოკოლადისფერი მასა. ნამცხვარი ცხვება 180 გრადუსზე . მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით სამარხვო შოკოლადი, იგივე ნამცხვარი შეგიძლიათ გამოაცხოთ ორ პორციად (ორივე კაკაოთი) და ფენებს შორის მოხარშული კრემი წაუსვათ. მოხარშული კრემისთვის დაგჭირდებათ: 1/2ლიტრა წყალი 4 -5ს.კ. ფქვილი ჭიქანახევარი შაქარი 1 ცალი ვანილი სამარხვო კარაქი 1 ს.კ. ხსნადი ყავა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები