0 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით: დავით ნარმანია 51.2 %-ი, ნიკა მელია 24,7 %-ი

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს. ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნარმანიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 51,2 %-მა მისცა. ტელეკომპანიის ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე 24,7 %-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა. თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" _ 10,8%, "პატრიოტთა ალიანსი" – ირმა ინაშვილი 5,8 %, ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" _ 2,6%, კახა კუკავა – არასაპარლამენტო ოპოზიცია – 2,1 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1 %.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები