0 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გათავისუფლდით ჭარბთმიანობისგან - ისწავლეთ როგორ მზადდება ცვილის დეპილატორი

არასასურველი თმების მოსაშორებელი ცვილის მოსამზადებლად საჭიროა: 1 ჭიქა შაქარი, 1/2 ლიმონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1/3 ჭიქა წყალი. აურიეთ ქვაბში შაქარი, ახლად გამოწურული 1/2 ლიმონის წვენი, თაფლი და წყალი. დადგით ცეცხლზე და თან გამუდმებით ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი, შემდეგ ჩამოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. სანამ მასა გაგრილდება, დაიმუშავეთ ფეხის კანი - მიიღეთ თბილი შხაპი ან აბაზანა, მაგრამ არ გამოიყენოთ არანაირი ასაქაფებელი საშუალება, რადგან ისინი კანზე ტოვებენ ტენიან თხელ დამცავ შრეს, რომელიც ხელს შეუშლის შაქრიანი მასის მიწეპებას. უმჯობესია, გამოიყენოთ ბავშვის საპონი. ამის შემდეგ ფეხები აუცილებლად უნდა გაიმშრალოთ კარგად და დაიმუშაოთ სპირტის შემცველი რომელიმე ხსნარით. იგი კანს აშორებს ცხიმს და დეზინფიცირებას უკეთებს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ლოსიონი, სპირტის შემცველიც კი, რადგან მას აქვს დამატენინებელი ეფექტი. როცა სპირტი შეგაშრებათ, მიიყარეთ ფეხზე ბავშვის ტალკი და გადაანაწილეთ იგი კანზე მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით. ამით დეპილაციისთვის მზადება დასრულებულია. დაიწყეთ ცვილის ფეხზე დატანა თმების ზრდის მიმართულებით. თუ თმის სიგრძე 0,6-0,7 სმ-ზე მეტია, მაშინ აუცილებელად დაიდეთ ცვლის ერთი ფენა, მისი გაშრობის შედეგ - მეორე და შემდეგ - მესამე. ცვილის ზემოთ უნდა დაიწებოთ სპეციალური სადეპილაციო ლენტი. იგი იყიდება სალონებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში და ერთი შეკვრა მინიმუმ ნახევარი წელი გეყოფათ. ლენტი კარგად რომ მიეწებოს ცვილს, ხელის გული რამდენჯერმე უნდა გაატაროთ მასზე. ლენტი უნდა მოიშოროთ თმების ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით (ანუ ქვემოდან ზემოთ) ერთი მკვეთრი მოძრაობით. ეს, რასაკვირველია, მტკივნეულია, მაგრამ ტკივილი რამდენიმე წამი გრძელდება. ტკივილს შეამცირებთ, თუ ასე მოიქცევით: მარჯვენა ხელით აძრობთ ლენტს და ამ დროს მარცხენათი კანს ქაჩავთ ქვემოთ. ბოლოს გეტყვით, რომ უკეთესია დეპილაცია ცალ-ცალკე გაიკეთოთ კანის პატარ-პატარა (10-15 სმ) უბნებზე. მომზადებულია მკურნალი გეს მასალაზე დაყრდნობით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები