1 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ! - ახალი აღმოჩება მედიცინაში

ბროკოლი კიბოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპიის მნიშვნელოვანი წყაროა. ჯვაროსანთა ოჯახის ამ მცენარეში აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ნაერთი - სულფორაფანი, რომელსაც შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ბავშვებში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. კერძოდ, იგი მკვრივი კონსისტენციის სიმსივნეების წინააღმდეგ მოქმედებს. მეცნიერები ადრეც საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეები ამცირებს განსაზღვრული ტიპის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ამჯერად კი ბილორის სამედიცინო კოლეჯში დაადგინეს, რომ სულფორაფანი მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკოზს კურნავს. იმუნოლოგიისა და პათოლოგიის პროფესორი დენიელ ლაკორაზა განმარტავს, რომ ამ ტიპის სიმსივნე ბავშვებშია გავრცელებული და მკურნალობაზე ათიდან 8 შემთხვევაში რეაგირებს. რჩება 20%, რომლის სამკურნალოდაც შეიძლება გამოყენებული იყოს ალტერნატიული თერაპია, მაგალითად, სულფორაფანი. მეცნიერებმა აღნიშნული ნაერთი ბოსტნეულიდან გამოყვეს და მისი საშუალებით დაამუშავეს პაციენტებისგან მიღებული სიმსივნური უჯრედები. ჩაატარეს საკონტროლო ექსპერიმენტი ჯანმრთელ უჯრედებზეც. ნაერთმა სიმსივნური უჯრედები გაანადგურა, ხოლო ჯანმრთელს არაფერი ავნო. სულფორაფანის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა. მომზადებულია მკურნალი.გე ს წყაროზე დაყრდნობით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები