1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მაისის თვეში დაქორწინებული წყვილი 4 დღეში დაიღუპა-ტრაგედია ქორწილში

"ეყარნენ თურმე მიცვალებულები და თამუნას 3 წლის ბავშვი ამდენ მიცვალებულებში, დამსხვრეულ მინებს შორის ამომძვრალა. მას მხოლოდ ხელზე აქვს პატარა ნაკაწრი." ტრაგედიამდე 4 დღით ადრე, ყველანი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, მანანა გაბრიჭიძისა და დიმიტრი აბასოვის ქორწინებას ერთად ზეიმობდნენ. წყვილმა 3 მაისს იქორწინა, ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ და ბედნიერებით ხარობდნენ. 6 მაისს, გიორგობას, ბათუმში წასვლა გადაწყვიტეს, თითქმის მთელი ოჯახი ერთად წავიდა. მეორე დღეს ბათუმიდან ისევ უკან, ქუთაისში ბრუნდებოდნენ. დილის 9 საათი სრულდებოდა, როცა "მერსედესი" ავტოკატასტროფაში მოჰყვა... საჭეს 55 წლის ომარ ბილისეიშვილი მართავდა. სავარაუდოდ, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ბორდიურს შეეჯახა, ბოლოს მანქანა ხეს შეასკდა. 8 ადამიანიდან 5 ადგილზე გარდაიცვალა. მათგან ოთხი - ერთი ოჯახის წევრია. დაიღუპნენ ახალდაქორწინებულები, 29 წლის მანანა გაბრიჭიძე და 31 წლის დიმიტრი აბასოვი, მანანას და, 23 წლის თეონა გაბრიჭიძე, მათი 8 წლის დისშვილი, დათუნა ფურცხვანიძე და ოჯახის ნათესავი, მძღოლი, ომარ ბილისეიშვილი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს დათუნას დედა, 33 წლის მაია გაბრიჭიძე. ის ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში დღემდე უმძიმეს მდგომარეობაში რჩება გაბრიჭიძეების კიდევ ერთი და, თამუნა. რამდენიმე დღეა, აპარატზეა შეერთებული და სიკვდილს ებრძვის. იმედია, თამუნა გადარჩება და მის ისედაც განადგურებულ მშობლებს თავს ახალი განსაცდელი არ დაატყდებათ. დედის გამოჯანმრთელებას ელოდება სასწაულებრივად გადარჩენილი თამუნას 3 წლის ბიჭუნაც, რომელიც ავარიის დროს დედას კალთაში ეჯდა. საბედნიეროდ, ის უვნებელი გადარჩა. გაბრიჭიძეების ოჯახის საშინელი ამბავი მათმა ნათესავმა, ქალბატონმა მაიამ მიამბო: "თითქოს ცა ჩამოიქცა. ენით აღუწერელია ის ტკივილი, რაც მათ ოჯახში ტრიალებს და რასაც განვიცდით. ოჯახის 4 წევრი ერთ დღეს დაიღუპა, თამუნას მდგომარეობაც უმძიმესია, სიკვდილს ებრძვის..." კვირის პალიტრა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები