1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,და ბევრი მომიჯდება"- ლალი მოროშკინა პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა შიმშილობის დაწყებას აპირებს. როგორც მოროშკინა ფეისბუქის გვერდზე აღნიშავს პროტესტი სასჯელაღსრულების სამინისტროს საქმიანობას და იქ არსებულ უსამართლობას უკავშირდება. ,,წინა სიტყვა პროტესტის უკიდურეს ფორმამდე! იყო 9-წლიანი ბრძოლა, ყოველ დღე შიში მკლავდა, რომ ჩემი შვილის ჯიბეში "შემთხვევით"ნარკოტიკი აღმოჩნდებოდა, ჩემ ძმას დაიჭერდნენ რაიმე შეთითხნილი ბრალდებით....ღმერთმა გადამარჩინა და მავანთა პროვოკაციის შედეგად მხოლოდ მე მოვხვდი "მოდულის" ქვესკნელში... ჩემი სახლის დიდი ნაწილი პატიმრების წერილებს უკავია...ეს ჩემი სიმდიდრეა...წლობით ამ ადამიანების გოდებას და ვებას ვკითხულობდი...შემდეგ დაიწერა წიგნი "გისოსებს მიღმა საქართველოა"! 1 ოქტომბერი მე და ჩემმა მეგობრებმა მოვიყვანეთ...მაშინ ვინც გვარბევდა-დაწინაურდნენ, ვინც"გვისმენდა"-გამდიდრდნენ, მე სული მეწვის საკუთარი უსუსურობისგან, რომ დღეს ვერ ვშველი ადამიანებს განსაცდელში, იმიტომ რომ დიდი ღალატია!!! მე მცხვენია იმისი რაც სასჯელარსრულების უწყებაში დაფიქსირდა,,,და ეს მაშინ როდესაც ბიჭები გვყავს "გაურკვეველ" ვითარებაში გარდაცვლილი და ბიდიშიც არავის მოუხდია!!!! მე გიხდით ბოდიშს ხალხო!!!"- წერს მოროშკინა. ამასთან ლალი მოროშკინა კიდევ ერთხელ, ღიად ადასტურებს პრემიერ-მინისტრისადმი პატივისცემას და დარწმუნებულია, რომ ფინანსურ და სამართლებრივ საბოტაჟს ერთიანი ძალებით გაუმკლავდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები