1 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ სნობი!

სნობი – ადამიანი, რომელიც ცდილობს ყველაფერში მიბაძოს მაღალი წრის საზოგადოებას, დაიცვასე. წ. «კარგიტონის» მოთხოვნილებები მოდასა თუ ქცევაში. ასე განმარტავს სიტყვა “სნობს” განმარტებითი ლექსიკონი. გასაგებად რომ ვთქვათ, სნობი – უსაფუძვლოდ ამბიციური ტიპია, რომელიც მაღალი წრის საზოგადოებაში შეღწევას ცდილობს, მათი მიბაძვისა და არარეალურის რეალურად გასაღების საშუალებით. აქედან გამომდინარე, სნობიზმის ერთ-ერთ კერად თბილისი შეგვიძლია დავასახელოთ, ამ ნიჭით ბოძებულად კი – სრულიად ქართველი ერი. განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი: ქართველებს, განსაკუთრებულად კი მათ, ვინც თბილისში, მით უმეტეს ვინც ცენტრალურ ნაწილში დაიბადა და გაიზარდა, მომსახურების სფეროში მუშაობა ეთაკილებათ. თუ გადავხედავთ ამერიკასა და ევროპას, დავინახავთ, რომ ყველა სრულწლოვანი თავისი ჯიბის ფულისთვის მუშაობას ცდილობს. მაგრამ ჩვენ გვიტყდება, სახარჯი ფულის საკუთარი შრომით, თუნდაც მიმტანად მუშაობის გზით გამომუშავება. სამაგიეროდ, მშობლებისთვის სიგარეტის ფულის თხოვნა სრულიად ნორმალურად გვეჩვენება. დამეთანხმებით, სნობურია მშობლების ხარჯზე ცხოვრება და მათი ფინანსური მიღწევების თავისად გასაღება. დამკვიდრებული ტრადიციით, ყველაფერი ქართული ცუდია, ჩვენი კულტურული მიღწევებით დაწყებული, სამომხმარებლო პროდუქციით დამთავრებული. თან გვდევს უზომოდ დიდი stock-photo-miss-delovely-933987კომპლექსი, თითქოს რამე ღირებულის შექმნა არ შეგვიძლია. სნობურია პროდუქციის უნახავად და „დაგემოვნების “ გარეშე მის უარყოფითობაზე საუბარი და ამით საკუთარი თავის საზოგადოებაში განმტკიცება, ვითომდაც ჩვენ უკეთესის ღირსნი ვართ. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში უზომოდ ბევრი ძვირადღირებული ავტომანქანა გვხვდება. ბევრი ევროპული განვითარებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ასეთი მრავალფეროვნებით. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამ ფუფუნების მფლობელთა ყოველდღიური რაციონი 1 წუთში მზადებადი მაკარონისგან და „მალსში“ შეძენილი ტანისამოსგან შედგება (“მალსის” საწინააღმდეგო არაფერი მაქვს). ამავე კატეგორიაში შეგვიძლია გავაერთიანოთ iphone 5s-ის მფლობელები, რომლებიც არ მუშაობენ და ცხოვრების ყველაზე დიდ მოვლენად ეს შენაძენი მიაჩნიათ. სნობურია საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებს გარეთ ცხოვრება და იმ ტენდენციების მიბაძვა, რომლებიც ჩვენს რეალურ ცხოვრებას არ შეესაბამება. გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენო“- ამბობდა მარკ ტვენი. ალბათ არაკონფლიქტურობის გამო, ქართველები საკუთარი გემოვნების კარგად ამალვას ცდილობენ – იქნება ეს მუსიკალური, ჩაცმის თუ ცხოვრების სტილის და მიბაძონ სხვებს. სწორედ ამიტომაც, თითოეულ ჩვენგანს უყვარს ჯაზი და კლასიკური მუსიკა, ხოლო პოპულარული თუ ქალაქური სიმღერები დაგმობის საბაბად გვაქვს ქცეული, მაგრამ სპეციფიკურ გარემოში მოხვედრისას, ცოტაოდენი ალკოჰოლით შემთვრალები ვცეკვავთ და ხმას ვაყოლებთ მაია მულატკასა თუ აფრებს სრული სიზუსტით. სნობურია გიყვარდეს და მოგწონდეს ერთი და კარგი ტონის გამო აკეთებდე, ან, უბრალოდ, იბრალებდე მეორეს. სნობურია ჩააბარო უნივერსიტეტში, იხდიდე ფულს, არ სწავლობდე და თავს იმართლებდე, თითქოს საქართველოში რაიმეს სწავლა შეუძლებელია. სნობურია გიყვარდეს ერთი გოგო, რომელსაც შეიძლება მთლად კეთილშობილი არ იყოს და ცოლად მოგყავდეს სულ სხვა პატიოსანი ქალიშვილი, რომლის მიმართაც არანაირი გრძნობა არ გაგაჩნია. სნობურია განასხვავებდე ადამიანებს უბნებისა, ქალაქებისა და სოფლების მიხედვით. სნობურია ბრაზდებოდე, თავს უფრო მაღლა აყენებდე და ეუზრდელებოდე ავტობუსის კონტროლიორს თავისი საქმიანობის შესრულებისას. სნობურია არ მოგწონდეს ტანისამოსი მხოლოდ იმიტომ, რომ ნაყიდია არა ბრენდ ბუტიკში, არამედ ბაზრობაზე. სნობურია აფასებდე მხოლოდ ყდას. სნობურია და თან დისკომფორტული ფარშევანგის ბუმბულის სამიზეზო ადგილას ძალით მოთავსება. თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პუნქტში საკუთარ თავს იცნობთ, მაშინ გილოცავთ, სნობის ღირსეული წოდების მფლობელი ყოფილხართ. მთავარია მშვენიერისკენ ტრფობისას ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ დაკარგოთ ინდივიდუალობა. იყავით ის, რაც ხართ, ოღონდ ცოტათი გაუმჯობესებული ფორმთ.) ასე ცხოვრება ხომ უფრო ადვილი, მოსახერხებელი და სასიამოვნოა. ავი ძაღლის ბლოგი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები