1 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ჩვენ დღეს ერთდროულად ვზეიმობთ და ვგლოვობთ"- გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ,,ჩვენ დღეს ერთდროულად ვზეიმობთ და ვგლოვობთ იმ თავგანწირვას, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა აქ გასწიეს ძალიან მაღალი იდეალისთვის – ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს. ჩვენ დღეს ვზეიმობთ 1989 წლის 9 აპრილს მთელი ერის მთლიანობას და ვგლოვობთ იმ ღვაწლს, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასწიეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები