1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,იმ იდეალების ერთგული დავრჩებით, რომლებსაც მათ შესწირეს თავი" - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,სადაც აღნიშნავს, რომ ყოველთვის პატივს მიაგებს დაღუპული გმირების ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დარჩება, რომლებსაც მათ შესწირეს თავი. ,,25 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ის იდეალები, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ. ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ორმაგად მნიშვნელოვანია - სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლის შედეგი იყო, ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ჩვენი თანამემამულეების თავდადებას, სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დავრჩებით, რომლებსაც მათ შესწირეს თავი."- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ამასთან, 9 აპრილის ტრაგედიის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სამთავრობო უწყებების Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე მთავარი ფოტოები შეიცვალა. ,,საქართველოს მთავრობა ამ ფორმით, სიმბოლურად, კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც აქციის დარბევის შედეგად დაიღუპნენ. 9 აპრილის ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა", - ნათქვამია პრემიერი-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები