1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

5 ყველაზე ალოგიკური და სასაცილო ფობია

ადამიანებს ხშირად აქვთ რაიმე სიტუაციის, ობიექტის ან საქმიანობის მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როდესაც ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როდესაც ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში. გაგაცნობთ 5 ყველაზე სასაცილო და ალოგიკურ ფობიას: 1 ეუფობია -კარგი ამბების მოსმენის შიში ყველა ადამიანს ახარებს კარგი ამბის გაგება,თუმცა არსებობენ ისეთებიც ვისაც ნებისმიერი კარგი ამბავი აშინებს, ასეთი ადამიანი ყველაფერს უარყოფითად უყურებს და პესიმიტურადაა განწყობილი. 2 დალიოფობია- გრძელი სიტყვების შიში ამგვარი ფობიით დაავადებულები გრძელი სიტყვას, როგორც მონსტრებს ისე უფრთხიან. 3 ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ ზოგი ადამიანი ლამაზ ქალთან ურთიერთობისას განიცდის შფოთვასა და დეპრესიას სწორედ ესაა შიში ლამაზი ქალების მიმართ. ასეთი მდგომარეობა შეიძლება გამოწვეულიო იყოს წარსულში ლამაზ ქალთან დაკავშირებულ ტრამვულ მოგონებასთან ან უბრალოდ ვენუსტრაფობია არასრულფასოვნების კომპლექსია. 4 ვესტიოფობია - ტანისამოსის ჩაცმის შიში აღნიშნული ფობიის სიმპტომებია გულისრევის შეგრძნება და პანიკა. ასეთი ადამიანები განსაკუთრებით ვერ იტანენ როდესაც ტანზე მომდგარი ტანისამოსი აცვიათ. 5 კლინოფობია - საწოლში დაწოლის შიში ამ ფობიით დაავადებულები, რაც არ უნდა დაღლილები იყვნენ ისინი, საწოლში შიშის გამო ვერ წვებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები