1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზე უარს ამბობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზე უარს აცხადებს, მან საქართველოს მთავარი პროკურატურის შეთავაზებასთან დაკავშირებით კომენტარი კიევში, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. "შეეშინდათ საერთაშორისო დაწოლის, როგორც ჩანს და ახლა რაღაც შეცვალეს ფორმები, რადგან კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა, მაგრამ თავგასულ რუს ოლიგარქებს... უკრაინიდან მაინც აიღონ მაგალითი, ამ ქალბატონის, ტიმოშენკოს მაგალითზე რითი მთავრდება ასეთი სახის კამპანიები და პროკურატურის ასე გამოყენება... ცუდად მთავრდება, ცუდად ჩემი რჩევაა. მით უმეტეს, პროკურატურის მხრიდან, რომელსაც მართავს კაცის კაცი ფარცხალაძე, რომელიც ჩვეულებრივი ყაჩაღია და მთავრობის მხრიდან, რომელსაც მართავს კაცის კაცი. კაცის კაცი რა უნდა იყოს?! რეალურად, მართავს სხვა და სხვას ჰქვია მთავრობის თავმჯდომარე. ასე რომ ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, მე კიდევ მაქვს ძალიან ბევრი საქმე იმისათვის, რომ სისულეებზე არ ვხარჯო დრო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები