1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ მიიღო შეურაცხყოფად კუბლაშვილმა წულუკიანის განცხადება?

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებებს სასამართლოსადმი შეურაცხყოფად აფასებს. "იუსტიცის მინისტრმა აღნიშნა, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს ფუნქცია მთელი ამ წლების განმავლობაში იყო კოპი ფეისტის წესით მუშაობა და ამ წესით უზენაესი სასამართლო დაუშვებლად ტოვებდა საქმეებს და საერთოდ არ აინტერესებდა ის დარღვევები, თუ რა ხდებოდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. ვფიქრობ, ასეთი უპატივცემულობა და შეურაცხყოფა უზენაესი სასამართლოს მიმართ და საერთოდ სასამართლო სისტემის მიმართ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და პირადად მე, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სახელით ვაცხადებ, რომ თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებით პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენელს, პირველ რიგში, იუსტიციის მინისტრს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. ეს ადამიანი ბოდიშის მოხდით და პატივისცემით უნდა ელაპარაკოს უზენაეს სასამართლოს და მოსამართლეებს", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. გუშინ, იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ახლებურად არეგულირებს საკასაციო სასჯელ-საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. ცვლილებები შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობასაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები