1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონეცკში მასობრივი შეტაკებები დაიწყო-ერთმანეთს ერთდროულად 400-მდე ადამიანი ურტყავს

დონეცკში დღეს გამართული ანტისაომარი და პრორუსული მიტინგების მონაწილეებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, მდა. ჟურნალისტების შეფასებით, ინციდენტი პრორუსული აქციის მონაწილეებმა წამოიწყეს. ჩხუბის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზის ბალონებსაც იყენებდნენ. დონეცკში დღეს ხუთიათასკაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ყირიმში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებდნენ. მათი აქციის პარალელურად, პრორუსული ძალების ორიათასკაციანი აქციაც მიმდინარეობდა. ჩხუბი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები