1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამა გაბრიელის მიერ წარმოთქმული ციტატები

• ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც. • ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის. • მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს. • ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა. • საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც. • ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს. • ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს. • პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ მამაო ჩვენო, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება. • გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე. • ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე. • ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები