1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დაპირისპირება მამა გაბრიელის საფლავთან - ვის აქვს მონასტერში შესვლის უფლება?

ინციდენტი მოხდა სამთავროს დედათა მონასტერთან, წუხელ,გვიან ღამით სასულიერო პირები და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მრევლი სასულიერო პირებს მონასტერში შეშვებას სთხოვდა, სასულიერო პირები კი მათ ეკლესიაში არ უშვებდნენ. მოქალაქეების თქმით, ეკლესიაში უშვებენ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს საშვი, საშვს კი სასულიერო პირები მხოლოდ ნაცნობებს აძლევდნენ. ამის შემდეგ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება მრევლსა და სასულიერო პირს შორის. მონასტრის მიმდებარე ტერიტორია კი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული და მოქალაქეებს მონასტერთან მიახლოების საშუალება არ ეძლეოდათ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი სამთავროს დედათა მონასტერში შესასვლელად დაახლოებით 600-მდე საშვია გაცემული. როგორც ცნობილია ყველა საშვი, საპატრიარქოს მიერ არის გაცემული. ტაძარში უშვებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ასევე სასულიერო პირებს და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც სპეციალური საშვი აქვთ. თუმცა, ასევე შედიან სასულიერო პირების ახლობლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები