1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დათოს დაუპირეს საქართველოს დროშის ხელიდან გამოგლეჯა, მან დროშა არ დახარა "მიხეილ სააკაშვილი

კიევში, შეტაკებებისას დავით ყიფიანის დაღუპვის ფაქტს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „კიევში ორი ტყვიით მოკლეს დათო ყიფიანი, საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა. რისთვის იყო ის უკრაინაში? უკრაინის მტრები ამბობენ, რომ დათოსნაირი ბიჭები დაქირავებულები არიან. დეკემბერში, კიევში ყოფნისას მე ვნახე დათო და მისი თანამებრძოლები, თავი უხერხულად ვიგრძენი, რომ მათ მატერიალურად ვერ ვეხმარებოდი. ისინი თავისი კაპიკ-კაპიკ ნაგროვები ფულით ჩავიდნენ კიევში და დიდ ხელმოკლეობას განიცდიდნენ. დათო იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრი, მაგრამ იქ არ ყოფილა პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისათვის. ბევრი კითხვას სვამს თუ რას აკეთებენ ქართველები უკრაინაში, ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, სინამდვილეში მაიდანზე, სადაც ჩვენ თვალწინ ხდება რუსეთის იმპერიის დასამარება, საქართველოს ბედი წყდება. სწორედ იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ იყო დათო ყიფიანი უკრაინაში უნდა გავიგოთ ის, თუ რატომ ჩამოდიოდნენ უკრაინელები საქართველოში. დათომდე ცოტა ხნით ადრე დაღუპული იური ვერბიცკი უკრაინული პრესის ცნობით საქართველოს დასაცავად იბრძოდა აფხაზეთში. ყველას ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, იცის ისტორია რუსეთის სპეცრაზმის მიერ გარშემორტყმულ უკრაინელ მებრძოლებზე. უკრაინელები ხმამაღლა ყვიროდნენ “Грузины не сдаются” და ბოლო ტყვიამდე ებრძოდნენ მტერს. მაშინ, უკრაინელები იბძოდნენ საქართველოსთვის და ესეიგი უკრაინისთვის. დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ესეიგი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ესეიგი თავისუფლებისთვის! დათოს პატარა შვილს, მამა ალბათ არ ემახსოვრება, მაგრამ ის გაიზრდება იმპერიისგან განთავისუფლებული უკრაინისა და საქართველოს პირობებში და ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მაიდანზე. დათოს დაუპირეს ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯა, მან დროშა არ დახარა, ღირსება შეინაჩუნა და შემდეგ თავიც გაწირა, მაგრამ უკრაინული მაიდანიდან ის გამარჯვებული წავიდა“,-წერს მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები