1 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედამიწა კოსმიური ქარიშხლის დარტყმის ქვეშ მოექცევა-მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

დედამიწა კოსმიური ქარიშხლის დარტყმის ქვეშ მოექცა. გეომაგნიტური ცვლილებების მიზეზი მზეზე ამოფრქვევების მთელი სერია გახდა. მეცნიერების განმარტებით, პლანეტას თავს ელექტრონებისა და პროტონების ნამდვილი ნიაღვარი დაატყდა. არ არის გამორიცხული, ამან გავლენა კავშირგაბმულობაზეც მოახდინოს. მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღება მიაქცონ საკუთარ ჯანმრთელობას. მაგინიტურმა ქარიშხალმა, შესაძლოა, წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს, ასევე ტაქიკარდია, თავის ტკივილი და უძილობა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ბოლო დროს დაფიქსირებული ერთერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია. http://1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები