1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

21 წლის ბიჭი 100 ლარის გამო მოკლეს

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 21 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, 100 ლარის გამო მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით გარდაცვლილმა "ჯოკერში" 100 ლარი წააგო, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა კი, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების მომხმარებელია, მოგებული თანხა კატეგორიულად მოითხოვა. მათ შორის უთანხმოება სწორედ ამ ფულის გამო მოხდა, ეჭვმიტანილმა ახალგაზრდას შელაპარაკებისს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები მიყენებული აქვს როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები