1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფიზიკური შეხლა-შემოხლა რუსთაველის მეტროსთან-დაკავებულია 5 პირი

მეტროსადგურ "რუსთაველის" დარბაზში სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირებისას 5 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. დაკავებამდე ახლაგაზრდების ჯგუფსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც ორი სამართალდამცველი მძიმედაა ნაცემი. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აღნიშნული კონფლიქტის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადებიც გამოცხადდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები მკურნალობას კლინიკაში გადიან. წყარო სააგენტო "პირველი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები