1 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საქალაქო სასამართლოში ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს. ბურჯანაძე 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით იკითხება. პროცესზე 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მანსურაშვილის დედაც იმყოფება. დარბაზში იმყოფებიან ასევე შოთა უტიაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები. 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის გარდა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილიც დაიკითხება. დასაკითხ მოწმეთა შორის არიან ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები