1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

შენს ტირილს უთხარი,არ იტიროსო...

...როცა დედა გარდამეცვალა. ჩემს ფიქრს ვუთხარი_ გადამიფიქროს. ჩემს სიტყვას ვუთხარ_ გადათქმულიყო. ჩემს ამბავს ვუთხარ_ ამბადაც არ დარჩენილიყო. ჩემს ბედს ვუთხარი_ ბედის წიგნში ჩაწერილიყო უცხო-უცნაურ ანბანთა რიგით,_ ერთი მკითხველიც არ ჰყავდეს ქვეყნად. სახელი არა_ დუმილი ერქვას. ჩემს გზას ვუთხარი_ ერთხელ მაინც გზად შემოევლო. მძიმე მგზავრი ვარ. ერთხელ მაინც გენახე,ღმერთო. ჩემს თავს ვუთხარი, დამხობილმა დედის საფლავთან, ჩემს თავს ვუთხარი_ ცოცხლად თავს ვმარხავ. სხვა გზას ვეძებდი... მე ვარ შემდეგი. ჩემს დუმილს ვუთხარ,რომ გაჩუმდეს ბოლოსდაბოლოს, წვიმდეს,ითოვოს.არა ითხოვოს. თქვენს დუმილს ვუთხარ_ სულ მე მიყეფდეს. ერთგულ ძაღლივით ხრავდეს იმედებს. ჩემს ღმერთს ვუთხარი_ რამე ეღონა, სხვისთვის ცდებოდა_ რატომ მეგონა. ჩემს თავს ვუთხარი...არაფერი ვუთხარი,რადგან სიტყვაც არ ჰქონდა ჩემთვის სათქმელი. ელლა ელლენი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები