1 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოხდება თუ არა სააკაშვილის დაკითხვა?

პრემიერის განცხადებით, მან მოისმინა პოლიტიკოსების მოსაზრებებები, რომ კეზერაშვილის კაპიტალი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყოფილ პრეზიდენტთან,მაგრამ მოხდება თუ არა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით არ იცის. "ამის თქმა ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება. ამას სჭირდება მტკიცებულებები და დამტკიცება. მოხდება თუ არა მისი დაკითხვა, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ამას გამოძიება გამოკვეთავს. ეს უნდა მოხდეს გამოძიების ფარგლებში და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არც ერთ ქვეყანაში არავის არ უნდა გაუჩნდეს რაიმე შეკითხვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები