1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინი ქარსელაძის მამა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნიულ ფაქტს ადასტურებენ, მოქალაქე თეიმურაზ ქარსელაძე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია, თუმცა უწყებაში პიროვნების იდენტიფიცირებას არ ახდენენ. “თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ჩეხური წარმოების „ჩე-ზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები