1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"23 წლის ასაკში ჩადენილი საქციელის გამო ადამიანს პერსპექტივა არ უნდა მოვუკლათ" -ღარიბაშვილი ფარცხალაძეზე

"ბავშვობაში ვიღაცას რაღაც რომ შეემთხვა, იმის გამო ამ ადამიანს არ უნდა მოვუკლათ პერსპექტივა, ის მორალურად არ უნდა გავანადგუროთ." - ამ განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა ფარცხალაძის ნასამართლეობაზე ადრე არაფერი იცოდა,თუმცა მისივე განმარტებით მთავარი პროკურორის ნასამართლეობა არ დაუმალავს და ეს მაშინვე თქვა, როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა. "როცა ეს ფაქტი გასაჯაროვდა, ოთარ ფარცხალაძე გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, 14-15 წლის წინ შეემთხვა ინციდენტი, დაადასტურა, რომ ნასამართლევია, კერძოდ, პოლიციელთან მოუხდა ინციდენტი, რის გამოც მას მიესაჯა 1 წელი და 3 თვე, თუმცა რამდენიმე თვეში გათავისუფლდა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, როცა ადამიანს აკავებენ ყაჩაღობის მუხლით, ის რამდენიმე თვეში ვერ გამოვა. შეიძლება ბრალში სხვა რამე ჩაიწერა, მაგრამ რამდენიმე თვეში გაირკვა და ეს ადამიანი გამოვიდა, არც მისი დეპორტირება მომხდარა და არც გერმანიაში შესვლა აკრძალვია. ჩემი ინფორმაციით, მან რამდენჯერმე მიიღო გერმანიაში შესვლის ვიზაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით მისთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია მორალზე საუბარი იმ ადამიანებისგან, რომლის მთავრობასაც მთელი ქვეყანა უამრავ დანაშაულს ედავება. " ბავშვობაში ვიღაცას რაღაც რომ შეემთხვა, იმის გამო ამ ადამიანს არ უნდა მოვუკლათ პერსპექტივა, ის არ უნდა გავანადგუროთ. ვინაიდან რაღაც შეემთხვა 23 წლის ასაკში ის, არ უნდა მოვსპოთ. ეს ლოგიკა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და სამწუხაროა, რომ ამას იმეორებს ზოგიერთი ადამიანი. იურიდიულად არანაირი კონფლიქტი არ არსებობს ფარცხალაძის მიერ მთავარი პროკურორის სავარძლის დაკავებასთან" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები