1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავჯექ, ტირილი დავწერე... (ყველაზე ორიგინალური ლექსი)

ტკივილი ავად გამიხდა, წამლად წამალი რა მქონდა, ყველაზე კარგი აქიმი უთქმელი სიტყვა გამოდგა. დავჯექ_ტირილი დავწერე, ჩემს ლექსს მარილის გემო აქვს, დამფლითეს,დარდით დამსერეს, ისე ვინ არი,მე რო ვარ. ოცდაათ ვერცხლად გაყიდულ ამ სულს რა ვუთხრა,რა ვუყო, ფიქრები როგორ გავანდო, სიზმრები როგორ გავუყო. ამ ლექსებს მაინც რა უნდათ, რა პირი მოუღიათო, სულის ზედაშე ვასმიე, ვაპურებ,მაინც შიათო. ცხოვრების ჭუჭყი რაც იყო, ცხელი ცრემლებით ვრეცხე და მოყვასთაც ისე გამრიყეს- ამ ცრემლში ვერცერთს ვერ ვხედავ. სხვა რა გზა მქონდა,არა და არც სხვის ბადეში გავები, დავკეტე სულის დარაბა- ჩემი თავიდან წავედი. მხსნელად ვინატრე სიზმარი, ჩემი ხსნა მხოლოდ შენშია. ჩემზე ლამაზი ვინც არი- ჩემზე უარეს დღეშია. ლექსი_სიტყვაა,რას ვერჩი, ამ სიტყვით გული დავსერე. ამასაც აღარ დავჯერდი, დავჯექ_ტირილი დავწერე. ვიცი,რაც არი, არც არი, ღრუბლებში შევა დილის მზე, აჰა,შენ,-თვალში ნაცარი, მითხრეს_ წერე და იკითხე! ტყვია ვერ მომკლავს ამ ჯერზე, ცარიელ ფურცლებს ვფიცულობ. დავჯექ...ტირილი დავწერე. ტირილს ვწერ. ტირილს ვკითხულობ. ელლა ელლენი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები