1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერი ტოფტი – მე-18 საუკუნის ექიმების თავსატეხი

მერი ტოფტი (1701—1763 წწ.) ჩვეულებრივი ინგლისელი ქალბატონი, სურეის საგრაფოდან, რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი თავსატეხის საფუძველი გახდა სახელგანთქმული ლონდონელი ექიმებისათვის. მისი პირველი ისტორია ცნობილი გახდა 1726 წელს, როდესაც ყოველკვირეულ გაზეთში Maist’s Weekly Journal გამოქვეყნდა სტატია, შემდეგი სათაურით «საცოდავმა ქალბატონმა ბაჭია დაბადა, რომელიც 4 დღის შემდეგ დაიღუპა». მერი ქმართან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობდა გოდალმინგში. ერთხელ, ფეხმძიმობის დროს ძალიან მოუნდა კურდღლის სუპი. მერი გაეშურა მინდორში სადაც ბოცვრები ეგულებოდა, თუმცა ამაოდ მათი დაჭერა ვერ მოახერხა. ეს დღე მის გონებაში ისე ჩაიბეჭდა, რომ ფეხმძიმობის დარჩენილ პერიოდში, მას ყოველღამე კურდღლები ესიზმრებოდა. შემოდგომაზე ექიმის ჯონ ჰარვარდის დახმარებით იმშობიარა, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ ბავშვის მაგივრად მერიმ კურდღლის ორგანოები დაბადა. გაუგებარია, რა ფორმით გაჩნდა საერთოდ ეს მოსაზრება, თუმცა როგორც ყოველი არაჩვეულებრივი ამბავი ესეც საოცარი სისწრაფით გავრცელდა საზოგადოებაში. ჭორები სწაფად ვრცელდებოდა, თავისი ფანტასტიკური შინაარსებითაც. დადიოდა ხმები რომ თითქოს მერი ყოველდღიურად ერთ ბაჭიას ბადებდა. ამის შემდეგ გამოჩნდნენ სხვა ექიმებიც, რომლებიც ადასტურებდნენ ამ საოცარ ამბავს და ამტკიცებდნენ რომ ყველაფერი სინამდვილე იყო. ამის შემდეგ გამოჩნდნენ მცოდნე და განათლებული ექიმებიც, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ყოველივეს. მათ შორის იყვნენ მეფის პირადი ქირურგები, კირიაკ ალერსი და სერ რიჩარდ მანინგემი. მათ მერი ლონდონში წაიყვანეს გამოსაკვლევად, რის შემდეგაც სიცრუე მალევე გამოაშკარავდა. ბევრ ადამიანს, მას შემდეგაც რაც ყველაფერი ნათელი გახდა, მაინც სჯეროდა, რომ ქალს შეეძლო ბაჭიების დაბადება. საქმე იმაში იყო რომ 18–19 საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული “დედის შთაბეჭდილების აზრი” იმის შესახებ, რომ რასაც განიცდიდა ფეხმძიმობის დროს ქალი, ეს ყოველივე პირდაპირ აისახებოდა მის მომავალ პატარაზე. წყარო: icode.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები