1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: თქვენ მოგეთხოვებათ დინჯად, აუჩქარებლად, ყოველი ნაბიჯის მოზომვით მოქმედება. სასიყვარულო და თბილი ურთიერთობა ახლობლებთან, მათ მიმართ ზრუნვის და დამოკიდებულების გამოხატვა დღეს აუცილებელია. კურო: დღეს ეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ მიზნის მისაღწევად, არ დაიხიოთ უკან. ყურადღებით იყავით ყველა დეტალის და ნიუანსის მიმართ, არაფერი გამოგრჩეთ. იმაზე თუ რამდენად დაკვირვებული იქნებით მომავალში დამოკიდებულია თქვენი წარმატება. ტყუპები: ესაძლოა სწორედ დღეს მოიყვანოთ სისრულეში დიდი ხნის ჩანაფიქრი. ნუ შეუშინდებით წინააღმდეგობებს. ყველა პრობლემა იოლი გადასალახია. ასე, რომ მოიკრიბეთ ძალები და ყველაფერი კარგად იქნება. რაც უფრო აქტიური იქნებით დღეს, მით უფრო მარტივად მიაღწევთ დასახულს. კირჩხიბი: დღეს შესაძლებელია გართულდეს ურთიერთობები პარტნიორთან ან კოლეგებთან, სიფრთხილე არ გაწყენთ. თუ რჩევას დაუგდებთ ყურს, მაშინ ბევრ პრობლემას და უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. ლომი: დღეს თქვენი წარმატებები დამოკიდებულია ოჯახურ მდგომარეობაზე. შესაძლოა არ გსურთ თქვენი მდგომარეობის, ოჯახური სიტუაციის ან მშობლებთან ურთიერთობის აფიშირება. თქვენი უფროსი გენდობათ და დავალებას მოგცემთ, როგორც სანდო თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია საიდუმლოს შენახვა, ამას სერიოზულად მოეკიდეთ. ქალწული: ეს დღე ხელსაყრელია ქორწინებისთვის და უძრავი ქონების შესაძენად. იმოქმედეთ საკუთარ შეხედულებებთან თანხმობით. თუ თქვენი წამოწყებები შეეხება სახლს და ოჯახს, სანერვიულოც არ გაქვთ, რადგან ახლობლები ისედაც იზიარებენ თქვენ მოსაზრებებს. სასწორი: დღეს მთავარი იქნება ინვესტიციებთან, კრედიტის მიღებასთან, გადასახადებთან, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა თქვენი გრძელვადიანი და მთავარი სპონსორები გახდნენ ნათესავები. ხელსაყრელი დღეა ახალი კონკრეტული ინიციატებისთვის, გეგმების რეალიზებისთვის, არასასურველია დოკუმენტების ხელმოწერა. მორიელი: დღისით გაძლიერდება თქვენი რომანტიკული და შემოქმედებითი საწყისი. ხელსაყრელი დღეა არაფორმალური ხასიათის წამოწყებებისთვის, არაოფიციალური ნაცნობობისთვის. მშვილდოსანი: დღეს იგრძნობთ და შეაფასებთ სხვა ადამიანთან მატერიალური თანამშრომლობით დაინტერესების სიღრმეს. სახსრების გამომუშავების ან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძლიერი სურვილი გიბიძგებთ დაძაბული და შეუპოვარი მუშაობისკენ, მიუხედავად თანამდებობრივი მდგომარეობისა. თხის რქა: იყავით აქტიური და ენერგიული, რათა კარიერაში პოზიციები გაიმყაროთ. თუ საქმეს აზარტით მოეკიდებით, წარმატებაც გარანტირებული გექნებათ. დღე იდეალურია მოგზაურობისა და საქმიანი მივლინებებისთვის. მერწყული: დღეს ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ შინაურებისთვის. ამ დროს კმაყოფილების გრძნობას ნუ დამალავთ, რითაც კიდევ გაამყარებთ ოჯახურ კავშირებს. დღეს ნუ დაწვრილმანდებით. შეუპოვარი შრომის შედეგად შეძლებთ საკუთარი სახლის ციხე-სიმაგრედ გადაქცევას, ამასთანავე გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას. თევზები: პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები. იმდენად მობილიზებული ხართ საკუთარ მიზნებზე, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევთ, მხოლოდ დამხმარე ადამიანებს. თუმცა საიმედოობის გამძაფრებული განცდა გაიძულებთ პირადად შეასრულოთ ან გააკონტროლოთ დასახული პროცესის ყველა ეტაპი, არავის მიანდოთ ეს საპატიო მოვალეობა. წყარო: literatura.mcvane.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები