1 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

13 დეკემბრის ჰოროსკოპი

ვერძი: ყველა წამოწყებული საქმე თქვენს სასიკეთოდ წარიმართება. ურთიერთობა ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამო ძვირფას ადამიანს დაუთმეთ. კურო: თავიდან ვერ აიცილებთ კონფლიქტს. ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან შესაძლებელია ჩიხში შევიდეს, ერთ-ერთი დაშორების გადაწყვეტილებას მიიღებთ. დღევანდელი დღის მიზანია თავდაუზოგავი შრომა. ტყუპები: დღეს ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციას. მეგობრები რჩევისათვის მოგმართავენ, ეცადეთ მათ მხარში ამოუდგეთ. საღამო წიგნის კითხვაში გაატარეთ. კირჩხიბი: საქმიანი პარტნიორი თქვენს მოტყუებას ცდილობს, ან დანაპირებს ვერ შეასრულებს. ეს კი საქმეს ძალიან გირთულებთ და ფინანსური მდგომარეობაც გიმწვავდებათ. ოჯახში რაღაც კონფლიქტი მწიფდება და მისი განმუხტვა სწორედ თქვენზეა დამოკიდებული. ლომი: მოერიდეთ გაუფრთხილებელ მოქმედებებს, რომელზედაც თავის გამართლება მოგიწევთ. ეს შეგიშლით ხელს, გაგაღიზიანებთ და საკუთარი თავის რწმენას დაგიკარგავთ. გექნებათ ფულის მწვავე ნაკლებობა. ქალწული: უფრო ყურადღებით უყურებთ თქვენ თავს სარკეში, ეცდებით გამოიყურებოდეთ უფრო კარგად, ვიდრე საერთოდ. თქვენს ირგვლივ მყოფთა დამოკიდებულება თქვენი პერსონის მიმართ, იქნება მკვეთრად ნეგატიური. სასწორი: თქვენი ურთიერთობები და გეგმები, შესაძლოა, დამუხრუჭდეს და ყოველივე ამაში მხოლოდ თქვენ იქნებით დამნაშავე, რადგან ინერტული ხასიათი დასვენებისკენ და გართობისკენ გიბიძგებთ. მორიელი: თავი აარიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს. შესაძლებელია პრემია მიიღოთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ წინა დღეებში როგორ შეასრულეთ დაკისრებული საქმე. მშვილდოსანი: დღეს პირადი ცხოვრების მოწესრიგებას დაუთმეთ დრო. რაც შეიძლება მეტად იფიქრეთ საყვარელ ადამიანზე. საქმეს შემოქმედებითად მიუდექით. ერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს. თხის რქა: თქვენ თუ არაფერი გაწუხებთ, მაშინ ახლობლებს დაეხმარეთ-დღეს ყოვლისშემძლე იქნებით! შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. მერწყული: საღამო პირად საქმეებსა და შემოქმედებაში წარმატებებს მოგიტანთ. ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. საჭესთან სიფრთხილე გმართებთ. ყურადღება არ მოაკლოთ მეგობრებს, ისინი ბევრ რამეში დაგეხმარებიან. თევზები: დღეს მოიმატებს ახალი რომანის ან სერიოზული ნაცნობობის წარმოქმნის შანსი, რომელიც წინა ურთიერთობაზე უკეთესი იქნება. მუდმივ ძველ პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო ღრმა, თბილი გახდება. literatura.mcvane.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები