1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სამართლის ექსპერტი პროკურატურას დარღვევებში ამხელს

ჩამოტვირთვა

სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტი ნონა საღარეიშვილი საბურთალოს რაიონის პროკურატურას სერიოზულ დარღვევებში ამხელს. ამასთან დაკავშირებით მან -ის მედიაკლუბში სპეციალური ბრიფინგი გამართა. მაგალითისთვის საღარეიშვილმა ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე მოიყვანა. მისი განცხადებით პროკურატურასთან გარიგების და შესაძლოა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს ბრალიც კი არ წაუყენეს, რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს როგორც საღარეიშვილი აღნიშნავს ის თავდასხმის ნაცვლად სხეულის მსუბუქი დაზიანების მუხლით აღიძრა. პროტესტს გამოთქვამს დაზარალებული მხარეც და გამოძიების ობიექტურად წარმოებას ითხოვს. ანა ხოტივრიშვილის მტკიცებით ვაშაყმაძე მის მშობლებს თავს დაესხა და სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. თავდამსხმელი ერთ-ერთ დაზარალებულის ნათესავია და პოლიციაში ფაქტის ოჯახური კონფლიქტის სტატუსით გატარებას ცდილობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები