1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი ნაზღაიძე ია ფარულავას სასამართლოში უჩივის

ჩამოტვირთვა

გიორგი ნაზღაიძე ია ფარულავას წინააღმდეგ, მოდელი და ტელე–რადიო წამყვანი მსახიობისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ყველაფერი კი 13 თებერვალს დაიწყო, როდესაც ნაზღაიძე მორიგი ჭორის გადამოწმების მიზნით ია ფარულავას დაუკავშირდა. როგორც ნაზღაიძემ itv – ის მედიაკლუბში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარულავამ ის პირდაპირ ეთერში კარიერულ წინსვლაში არაწესიერი გზების გამოყენებაში დაადანაშაულა, მათ შორის, საქმე ორიენტაციულ პრობლემებსაც უკავშირდებოდა. როგორც ნაზღაიძე ამბობს, ია ფარულავას მხრიდან მის მიმართ პირადი შეურაცხყოფა გამიზნულად განხორციელდა. ტელე–წამყვანის თქმით, ფარულავას მისი კარიერული წინსვლის შურს და სურდა, რომ გადაცემას პრობლემები შექმნოდა. გიორგი ნაზღაიძე არ აკონკრეტებს იმ თანხის ოდენობას, რომელსაც ია ფარულავასგან მოითხოვს, არც იმ ფაქტს ადასტურებს, თითქოს, მასსა და ფარულავას შორის გარკვეული უთანხმოება აქამდეც არსებობდა. მომავალ კვირას ტელე–რადიო წამყვანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ია ფარულავას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში აპირებს. ია ფარულავამ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა,როგორც მსახიობი და ტელე წამყვანი პირად საუბარში აცხადებს, ნაზღაიძე მისი სახელის გამოყენებით პიარის გაკეთებას ცდილობს. როგორც ფარულავა ამბობს, ნაზღაიძის ორიენტაციის ამბავი ყველასთვის ცნობილია და ამიტომ არც ბოდიშის მოხდას აპირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები