1 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებლებს შიდა, უპროცენტო, ერთწლიან ლიზინგს სთავაზობს

 

წარმატებული 2023 წლის შემდეგ „პორშე ცენტრი თბილისი“ 2024 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს. ავტოსადილერო მიმართულებით, საქართველოში პირველად, პორშეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ.

 „თეგეტა ჰოლდინგის“  შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“ პორშეს ბრენდის ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს სალიზინგო მომსახურებას „პორშე ცენტრი თბილისში“ არსებულ კონკრეტულ მოდელებზე სთავაზობს.

პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „მოგეხსენებათ, პორშე გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებითა და სიახლეების დანერგვისკენ სწრაფვით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2024 წლის სტარტიც, ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილიყო.  „პორშე ცენტრი თბილისისა“ და „თეგეტა ლიზინგის“ თანამშრომლობით ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამ სიახლით გვინდა, უფრო მარტივი გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი და მორიგი სიახლე დავნერგოთ ბაზარზე. ეს არის როგორც ბიზნესგადაწყვეტილება, ისე ნაბიჯი ჩვენი მომხმარებლების მიმართ, რომელიც ზრუნვასა და მათთვის მეტი კომფორტის შექმნის სურვილზეა დაფუძნებული“.

ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა გააჩნია. „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.

„თეგეტა ლიზინგის“ საქმიანობა, რომელიც პორშესთან ერთად დაიწყო, მომავალში მთელ ჰოლდინგს მოიცავს. შიდა სალიზინგო შეთავაზება მომხმარებლისთვის პროდუქტის  შეძენის პროცესს უფრო მოქნილს ხდის და ფინანსური რესურსის კომფორტულად გადანაწილების საშუალებას იძლევა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შიდა ლიზინგის გაძლიერება და განვითარება ჰოლდინგისთვის წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. პორშესა და მისი მომხმარებლისთვის კი სიახლეებით დაწყებული წელი კვლავაც ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და კამპანიებით გაგრძელდება.

--

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები