თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, ზედიზედ მეორედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.
თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა, ბაზრის წილი და კონკურენტული უპირატესობა სერვისების მიმართულებით.
თიბისიმ, ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, ინოვაციური პროდუქტი - თანამედროვე Cash-in აპარატი დანერგა. აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მთელი საქართველოს მასშტაბით სასურველ ლოკაციაზე, დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული - როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ. 2022 წელს, თიბისის ფილიალებში - 20, კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე კი 30 აპარატი განთავსდა.
„ჩვენი მომსახურებითა და პროდუქტებით, მუდმივად თანხვედრაში ვართ თიბისის მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. სწორედ ამ მისიის პასუხი იყო Cash-in აპარატებიც, რომლის დახმარებითაც, 2022 წლის ბოლოსთვის, ფილიალებში, იურიდიული პირების ნაღდი ფულის 50% უკვე Cash-in აპარატების საშუალებით მივიღეთ, რამაც განტვირთა რიგები და ჩვენი მომხმარებლების დრო დაზოგა. ჯამში, აპარატებმა 2022 წელს 1,2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო. აღსანიშნავია, რომ თუკი აღნიშნული პროდუქტით აქამდე მხოლოდ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესები სარგებლობდნენ, 2023 წლიდან, თიბისი Cash-in აპარატებით საცალო სეგმენტის მომხმარებლებსაც მოემსახურება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„მსოფლიოში, სადაც გლობალური ინფლაცია და მიწოდების ჯაჭვის გამართულობა გამოწვევად რჩება, ნაღდი ფულის ჭკვიანურად მართვა და სახაზინო პროდუქტების მოქნილობა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჯილდო გადავეცით იმ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც მიმდინარე, კრიზისულ ვითარებაშიც კი ახერხებენ, რომ შეუფერხებელი და საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ კლიენტებს“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები