1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ და AIIB-იმ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისიმ და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) 100 მლნ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ტრანზაქცია, AIIB-თვის კომერციულ ბანკთან დადებული პირველი  გარიგებაა საქართველოში. მოზიდული რესურსის მიღება შესაძლებელია ორ ვალუტაში, მათ შორის ლარშიც, რაც ხელს უწყობს, მეტად მოთხოვნად ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომის ზრდას.  

მოზიდული ფინანსური რესურსი თიბისის შესაძლებლობას მისცემს, დააფინანსოს ადგილობრივი მეწარმეების ბიზნეს საქმიანობები, უპირველეს ყოვლისა,  მსესხებლების საბრუნავი კაპიტალის საჭიროებები და საშუალოვადიანი ინვესტიციები, და ამით ხელი შეუწყოს მათ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. გარდა ამისა, ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის სესხებზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც დაიცავს მეწარმეებს გაცვლითი კურსის რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან.  

„ჩვენ ვამაყობთ, რომ წარმატებით დასრულდა AIIB-ისა და თიბისის შორის პირველი გარიგება და გავხდით მათთვის პირველი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში. ადგილობრივ ვალუტაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციის მხარდასაჭერად და ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს გარიგება ასახავს ორმხრივ მზაობას წარმატებული თანამშრომლობის დასაწყებად და მოუთმენლად ველით ამ პროდუქტიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.-აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. 

„დადებული გარიგება, რომელიც AIIB-ის Covid-19-ის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ადასტურებს, კლიენტების მხარდასაჭერად, ინოვაციისა და ადაპტიციისადმი ჩვენს მზაობას. პირველად საქართველოში, AIIB გასცემს საშუალოვადიან სესხს ლარში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების გაზრდას და მცირე და საშუალო ბიზნესების ეკონომიკურ მდგრადობას. მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ პარტნიორობა თიბისისთან, წამყვან ბანკთან საქართველოში, რომელსაც აქვს მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში გამორჩეული რეპუტაცია. AIIB აგრძელებს, აღდგენის ტენდენციის შესანარჩუნებლად, საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას. დადებული გარიგება ასახავს ჩვენს ინსტიტუტებს შორის ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობის დასაწყისს“. -აცხადებს კონსტანტინ ლიმიტოვსკი, AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტი, საინვესტიციო ოპერაციების მიმართულებით 

 

AIIB-ის შესახებ 

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) არის მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომლის მისიაა დააფინანსოს მდგრადი ინფრასტრუქტურა ხვალინდელი დღისთვის. - ჩვენ დავიწყეთ ოპერაციები 2016 წლის იანვარში, პეკინში  და მას შემდეგ გავიზარდეთ 105 დამტკიცებულ წევრამდე მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს 100 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალიზაცია და მსხვილი საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მონიჭებული Triple-A-რეიტინგი. პარტნიორებთან თანამშრომლობით, AIIB აკმაყოფილებს კლიენტების მოთხოვნილებებს,  ახალი კაპიტალის მიწოდებისა და მწვანე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გზით, და ხელს უწყობს რეგიონული კავშირების დამყარებას. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები