0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსთავის მე-12 საპატიმროს მიმდებარედ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი დაეშვა - კადრები ადგილიდან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა.

ვერტმფრენი რამდენიმე წუთის წინ, საპატიმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯდა.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ვერტმფრენის მობილიზება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხვაგან გადაყვანას.

აღნიშნულთან დაკავშირებით არც იუსტიციის სამინისტროში და არც პენიტენციურ სამსახურში კომენტარები არ კეთდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები