0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაარღვიეთ კიდევ ერთხელ კანონი და მომეცით უფლება ჩავენაცვლო სააკაშვილს – ბურჭულაძე ოცნებას

“დაარღვიეთ კიდევ ერთხელ კანონი და მომეცით უფლება ჩავენაცვლო სააკაშვილს “- ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში.

“ქართულო ოცნებავ, ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.

უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ: საქართველოს არ შეიყვანთ ველურ ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს.მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება,რომლებსაც ვერ იტანს.”- წერს ბურჭულაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები