0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიეცი ხმა და მოხატე სტადიონი შენს უბანში!

 

·         ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს

·         მეხუთე სტადიონი, რომელიც პროექტის ფარგლებში მოიხატება, გამოკითხვით შეირჩევა

·         ხმის მიცემა artball.ge-ზე მიმდინარეობს და 22 ოქტომბერს დასრულდება

·         ოთხი მოხატული სტადიონი 'ნიკოსგან' - RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება

 

გამოკითხვაში, რომელიც artball.ge-ზე ტარდება და 22 ოქტომბერს დასრულდება, თბილისის ოთხი უბნის სტადიონი მონაწილეობს - დიდუბის (აგლაძის ქუჩა), გლდანის (V მიკრო), ისნის (ნაკადულის IV გასასვლელი) და ზღვის უბნის (X კვარტალი). ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ნიკო", რომელიც "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge--ს პარტნიორია, კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს. პროექტის მიზანი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა, უბნის სტადიონების გაცოცხლება და სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზებაა.

თანამშრომლობის ფარგლებში, რომელშიც ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 მოედანი უნდა გახდეს. გიგანტური ნახატებით საქართველოს 3 ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში უკვე დაიფარა 4 მოედანი. მეხუთე მოედნის ლოკაცია ხალხის აქტიურობაზეა დამოკიდებული

სტადიონი ვაზისუბანში (თბილისი)

 

სტადიონი ქუთაისში

 

სტადიონი ბათუმში

 

სტადიონი ვაჟა ფშაველაზე (თბილისი)

„მოძრაობა „ნიკოს“ სპეციფიკიდან გამომდინარე დაარსების დღიდან კარგად იცნობს საზოგადოება. ჩვენ არამარტო ვაფერადებთ ქალაქებს, არამედ ვქმნით ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ. სპორტული სტადიონები სიახლეა ჩვენს პორტფოლიოში. აქამდე ჩვენი მხატვრების „ტილო“ მხოლოდ კედლები იყო და საკალათბურთო მოედანზე შესვლა ფრიად გვახარებს. ეს ერთის მხრივ ახალი გამოწვევაა არტისტებისთვის და ასევე დამატებითი საშუალება ჩვენთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციას მსოფლიო რუკაზე,“ - ამბობს მოძრაობა „ნიკოს“ დამფუძნებელი სანდრო კვანტალიანი.

"უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მოძრაობა 'ნიკოსთან' კოლაბორაცია წარმატებული გამოდგა, ქართველ და უცხოელ არტისტებთან თანამშრომლობა კარგი გამოცდილება იყო. დიდი მადლობა ორივე სანდროს, დანტეს, მანუელს, კერას, ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტში იყო ჩართული. ქუჩის სტადიონების გაცოცხლების, სამოყვარულო კალათბურთის პოპულარიზაციის პარალელურად, პროექტის მიზანი ქალაქებში ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნა იყო, მიხარია, რომ მოლოდინი ორივე შემთხვევაში სრულად გამართლდა. პროექტი გრძელდება, დარწმუნებული ვარ ჩვენი კოლაბორაციის შედეგად განახლებული მეხუთე სტადიონიც, ისეთივე მოწონებას დაიმსახურებს, როგორც ეს წინა ოთხ შემთხვევაში მოხდა." - დიმიტრი ვაჩნაძე ევროპაბეთის მარეკეტინგსის დეპარტამენტის უფროსი

 

Responsible.ge "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები