0 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

NDI - ის კვლევა - "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტია/გაერთიანებას მისცემდით ხმას - გამოკითხულთა 17%-მა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდაასახელა, 13 % კვლევის თანახმად, ნაციონალური მოძრაობას აძლევს ხმას.

არ ვიცი კითხვაზე განაცხადა 38%-მა, უარი კითხვაზე 14%, არც ერთი პარტია 5 %, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 4%, პატრიოტთა ალიანსი 3%. 

შეგახსენებთ, რომ NDI-ს კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, ამერიკისეროვნულმადემოკრატიულმაინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 4 ათასზე მეტი მოქალაქე გამოკითხა, კვლევის პირველი ნაწილი რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა.

NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული, გამოკითხვის შედეგები სრულად იხილეთ ამ ბმულზე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები