0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ურთულესი ორი კვირა გავიდა, უკეთესობა არის, თუმცა წინ კიდევ რთული გზა აქვთ გასავლელი"

მომღერლი ანი ღონღაძის და მისი მეუღლის, ფეხბურთელის გიორგი თექთურმანიძის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში გიორგის მდგომარეობის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს.

"ეს ჩიორა და ანი არიან, ჩემი მეგობრები. ორივე 6წლის წინ გავიცანი, როდესაც თეატრალუშიჩავაბარე. ჩიორას მაშინ ხუჭუჭა თმა ქონდა, ისეთი საყვარელი იყო იმხუჭუჭა თმით, შეუძლებელი იყო თვალში არ მოგხვედროდა დიდი ღიმილით, რომელიც სულ ზედ ჰქონდა მიკერებული და იმ სასაცილო თმით. სულ გვიკვირდა რატომ სწავლობდა ფეხბურთელი ჩიორა თეატრალურში :)) ამ საოცარ ადამიანს დღეს ჩვენი დახმარება ჭირდება !! ძალიან გთხოვთ გაავრცელოთ და რამდენიც შეგიძლიათ ჩარიცხეთ მითითებულ ანგარიშზე. დიდი მადლობა ყველას. საქართველოს ბანკში გაიხსნა ანგარიში. (ჩიორას) გიორგი თექთურმანიძის დასახმარებლად. 
TEKTURMANIDZE GIORGI
GE 45 BG 0000000647804800 
ურთულესი ორი კვირა გავიდა, უკეთესობა არის, თუმცა წინ კიდევ რთული გზა აქვთ გასავლელი ანის და ჩიორას ძალიან მიყვარხართ !"- წერს ჟურნალისტი ანაკო ტურაშვილი.


შეგახსენებთ,რომ ანის მეუღლე,ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ავარიაში მოყვა, რის გამოც კომატოზურ მდგომარეობაშია. გიორგი  საფეხბურთო კლუბ "გორის დილას" წევრია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები