0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა კორუფციულ სქემებში ამხელენ ჭყონდიდის ეპისკოპოსს, მეუფე პეტრეს, ერისკაცობაში პაატა ცაავას

გაზეთი „ალია“ ჭყონდიდის ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს შესახებ დღევანდელ ნომერში ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს.

ვრცელი, სკანდალური მასალა, გამოცემამ ადგილობრივებზე დაყრდნობით მოიპოვა.

რეპორტაჟის მიხედვით, მარტვილის მცხოვრებლები სასულიერო პირს კორუფციაში ადანაშაულებენ და მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლო კავშირზე საუბრობენ.

პროფესიით მასწავლებელი, მარტვილის მკვიდრი სოსო ბეჭვაია, „ალიას“ მეუფე პეტრესა და ღვთის სხვა მსახურებს შორის დაპირისპირებაზე აწვდის ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ, შეშინებულმა ადგილობრივებმა მისი შეცლის მოთხოვნით შესაძლოა საპატრიარქოსთან აქციები დაიწყონ.

„ჩემმა ნათლულმა სპირიდონ ბეჭვაიამ დაამთავრა სასულიერო სკოლა და დადიანების სასახლის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში დარჩა. ერთ დღესაც ნაცნობ-მეგობრებმა მიაკითხეს და თანაკლასელებთან ფოტო გადაუღია. სამი წელი ამ მონასტერში მსახურობდა, ძალიან წესიერი, ახალგაზრდაა. როგორც ჩანს, სურათი ჩემი ნათლულის მეგობრებმა სოციალურ ქსელში ატვირთეს და მეუფეს უნახავს. ამის შემდეგ მეუფე პეტრემ ბავშვი გალახა, ახლა იგი ქარელის რაიონში, სოფელ კოდაშია და ტაძარში მსახურობს. რამდენიმე თვეა, მისი ცემის ფაქტის შესახებ გავიგე, ესეც სხვამ მითხრა და როცა ჩემი ნათლული მარტვილში ჩამოვიდა, ვკითხე, _ მართალია, მეუფე პეტრემ გცემა-თქო და ფაქტი დამიდასტურა. თურმე ნახევარი წელი ამ დარდს ატარებდა. ისიც გავიგე, რომ მეუფე პეტრეს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსს მეუფე იობისთვის შეუთვლია, ჩემგან გაქცეული ხალხი არ მიიღო და არ შეიფაროო... ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გავმართავთ, თუკი საპატრიარქო ყურადღებას არ მოგვაქცევს. მოვითხოვთ მეუფე პეტრეს აქედან წასვლას. ჩემი შვილი რომ ტაძარში მსახურობდა, დავდიოდი კვირაობით წირვაზე და მთელი ტაძარი მრევლით იყო სავსე. ამ კვირას რომ მივედი, ტაძარი ცარიელი დამხვდა და გული დამწყდა“, - განაცხადა ბეჭვაიამ ალიასთან საუბრისას.

გამოცემასთან ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველმა სოფელ სალხინოს მკვიდრმა კი მეუფე პეტრე წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადნაშაულა.

„მეუფე პეტრე არის ჩასაფრებული „ნაციონალი“, როლანდ ახალაიას რეგიონის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო „წმინდა გიორგის“ ოქროს ორდენი გადასცა პატრიარქმა. ამ ფაქტმა სამეგრელო შოკში ჩააგდო. ახალაიას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს მეუფე პეტრესთან და სწორედ მას მიაწერენ ახალაიასთვის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდოს გადაცემასაც. ცნობილი ფაქტია, რომ მეუფე პეტრეს კედელზე ხატების გვერდით სააკაშვილის სურათი ეკიდა, ამის ფოტომასალაც არსებობს. ახალაიებმა მეუფისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში რომ შეხვალთ, იქ დგას ეტლი, რომელშიც 60 ათასი ევრო გადაიხადეს. გახსოვთ, ალბათ, 35 ძვირად ღირებული მანქანა ეპარქიებს დაურიგეს „ნაციონალებმა“ მათი შეხედულებისამებრ, ერთ-ერთი მათგანი იყო მეუფე პეტრე, რომელიც ახალაიებმა ძვირად ღირებული ჯიპით დაასაჩუქრეს. ამ რეგიონის მმართველ ორგანოში თანამდებობაზე რომ მოხვდე, დაკავშირებული უნდა იყო მეუფე პეტრესთან, რომელიც არის ახალაიებისა და სანდრა რულოვსის მოძღვარი“, - განაცხადა სალხინოს მკვიდრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები