0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,შემატყობინეს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია"

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით დაუზუსტებელ ინფორმაციას ფლობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

”მე მაქვს გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს ეს შეესაბამება სინამდვილეს. მხოლოდ ერთ-ერთი წყაროდან მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ სინამდვილეს შეესაბამება. შემატყობინეს, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი, ვინც იმყოფებოდა იმ დროს ხიდზე და ახლა ჩემთვის საკმარისია ეს ინფორმაცია, რათა მივხვდე, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ეჭვმიტანილი იყოს დაკავებული. სხვა მხრივ, გაიგზავნა სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული შეტყობინებები და იმედია, რომ მივიღებთ დადასტურებას”, - განუცხადა ზაქარეიშვილმა ”რუსთავი 2”-ს.

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ. გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები