0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით რამდენიმე წუთის წინ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს"

რუსთავი 2“-ის ყველაზე რეიტინგული პროექტების და არხის სხვა საერთაშორისო პროექტების პიარი და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი სოციალურ ქსელში ევა ბარბაქძის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს:

შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით რამდენიმე წუთის წინ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ზეგ დილით სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადააფრინონ, რომ ხერხემალზე განმეორებით ჩაუტარდეს ურთულესი ოპერაცია. ძალიან დიდი მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის ავიაკომპანია "ატლასგლობალს", რომელიც ევას სპეციალურ რეჟიმში გადაფრენას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ასევე, მადლობა სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგს", რომელიც ოპერაციის ღირებულების 20 პროცენტს დააფინანსებს. გთხოვთ ყველას, შეძლებისდაგვარად იქნებ გაიღოთ თანხა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს და თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. პირველ ეტაპზე, ანუ უახლოეს ორ დღეში, საჭიროა დარჩენილი 35 ათასი დოლარის მობილიზება. 
ჩვენ ამას შევძლებთ! უახლოეს პერიოდში გაგაგებინებთ ყველა სიახლეს.

ბანკი „რესპუბლიკა“. ანგარიშის ნომერი: GE39BR0000010929691997 მიმღები: შორენა ბეგაშვილი

კომპანიების წარმომადგენლები ნებისმიერი ინიციატივით შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ მე. 
მადლობა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები