1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ექვსი შვილის დედა შეიძლება იმის გამო მოკვდეს რომ 1150 ლარი ვერ იშოვეს"

 სცენარისტი აკა სინჯიკაშვილის სახელს ფეისბუქის გვერდებზე ხშირად ამოიკითხავთ.ის არის ახალგაზრდა, რომლის სიკეთეც ხშირად გადამდებია. აკა უკვე რამდენიმე კვირაა ღამე სახლიდან გამოდის, მანქანას ტაქსის ტრაფარეტს ადგამს და იწყებს მუშაობას იმისთვის,რომ მშიერი ხალხი გამოკვებოს და გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს.
დღეს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს: 

ეხლა რა ხდება, ეს გუშინ რომ ვიყავი ის ექვსი ბავშვია. ამათ დედას ის უკურნებელი სჭირს, მაგრამ გაირკვა რომ პირველი სტადიაა და ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება გამოჯანმრთელდეს. ვკითხე ოპერაციას რამდენი უნდათქო და ქმარს ცრემლი ჩამოუგორდა ძალიან ბევრიო. თურმე ეს "ძალიან ბევრი" არის სულ 1150 ლარი. დანარჩენს საყოველთაო დაზღვევა იხდის. აზრზე ხართ? ექვსი შვილის დედა შეიძლება იმის გამო მოკვდეს რომ 1150 ლარი ვერ იშოვეს unsure ემოცია მოკლედ, გაცილებით სერიოზული დავალება გვაქვს - სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ! heart ემოცია მე ვატარებ ონკოლოგიურში, ოპერაციაზეც მე ვიქნები, ყველანაირ ყურადღებას მივაქცევ. თქვენ ფულის მოგროვებაში მომეხმარეთ. მოგროვილი ფულიდან 320 ლარი კიდევ მაქვს, ასე რომ სულ 830 ლარი გვაქვს მოსაგროვებელი like ემოციაგაავრცელეთ როგორც შეძლებ like ემოცია ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს >3 
სახლში ერთი გრამი საჭმელი აღარ აქვთ,არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი, არც წამლები. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს საღამოს მივალ აქ.ყველაფერი რასაც შეძლებთ, მომაწოდეთ დღეს 5 საათამდე რუსთავი 2–ის შენობასთან სანდრო ეულზე. ბავშვები არიან დაახლოებით 2–დან 14 წლამდე და სჭირდებათ ტანსაცმელი,ფეხსაცმელი, წიგნები, წამლები,ფული, საბნები, ბალიში და საერთოდ ყველაფერი რასაც შევძლებთ. გამივრცელეთ რა, მოსწრებაზეა საქმე unsure ემოციაჩემი ნომერია 558 18 12 18. ვინც მოსვლას ვერ ახერხებთ – ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკიGE90TB7603845061100016აკაკი სინჯიკაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები