1 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თიბისი ბანკის მხარდაჭერით„ახალი მზიურის“ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „ახალი მზიურის“ პროექტის ფარგლებში, მზიურის პარკის კეთილმოწყობისთვის სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

მზიურის პარკს დღეს “ახალი მზიურის“ პროექტის იდეის ავტორი ანა გოგუაძე, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე ესტუმრნენ და სპეციალურად ღონისძიებისთვის გამოყოფილი კედელი ბავშვებთან ერთად სიმბოლურად მოხატეს.

„ახალი მზიურის“ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება და მზიურის პარკს განახლებული სოციალური კაფე და ამფითეატრი შეემატება.

სოციალური კაფე არაკომერციული ხასიათის იქნება და მისი მოგება პარკსა და სხვა სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებს მოხმარდება. კაფეში ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები, თემატური დღეები (ხატვის, კითხვის, კულინარული დღე და სხვა) მოეწყობა. შემოსული თანხა კი პარკისა და სოციალურ-ინკლუზიური პროექტების განვითარებას მოხმარდება.

რაც შეეხება ამფითეატრს, ის ახალგაზრდა, უცნობ ხელოვანებს დაეთმობათ, სადაც კინოჩვენებები, მუსიკალური კონცერტები, დისკუსიები და ინკლუზიური სპექტაკლები გაიმართება.

თიბისი ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელმაც „ახალი მზიურის“ პროექტის მხარდაჭრის სურვილი გამოთქვა. ინიციატივის მხარდასაჭერად თიბისი ბანკმა 5 000-ვე თანამშრომელი გააერთიანა და თითოეული მათგანი ქველმოქმედების მონაწილე გახადა. ბანკის მიერ ამ პროექტისთვის გამოყოფილი 50 000 ლარი, მზიურის პარკის ფუნქციურად დატვირთვასა და გამოცოცხლებას მოხმარდება.

თიბისი ბანკთან ერთად „ახალი მზიურის“ პროექტის მხარდაჭერის სურვილი დედაქალაქის მერიამ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა და რამდენიმე კერძო კომპანიამ გამოთქვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები