1 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. გააუმჯობესეთ სოციალური კონტაქტები. შეეხმიანეთ ნათესავებს. გამონახეთ დრო და მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. 

კურო
სამსახურის საქმეების პარალელურად, ახლობლებს არ მოაკლოთ მზრუნველობა. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. იმხიარულეთ და პოზიტიური განწყობა შეიქმენით. 

ტყუპი
ფორტუნა სურვილების ასრულებაში შეგიწყობთ ხელს. მოსალოდნელია დაწინაურება. შეიძლება პრემია ან უფროსის შექება დაიმსახუროთ. იღბალი აქტიურ წარმომადგენლებს სწყალობს. 

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით, თუ სამსახურის შემდეგ კაფეში ან კინოთეატრში შეივლით. 

ლომი
შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა და მეტი დრო დაუთმეთ სპა-პროცედურებს. გაიძლიერეთ იმუნიტეტი და გამოიკვლიეთ ენდოკრინული სისტემა. 

ქალწული
საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. 

სასწორი
სიფრთხილე გმართებთ საქმიანობისას, ნუ ეცდებით პრობლემების ტელეფონით მოგვარებას; პირისპირ დაელაპარაკეთ ადამიანს. მოერიდეთ კონფლიქტს უფროსთან. 

მორიელი
მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები. თუ რამდენიმე დღით ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ. 

მშვილდოსანი
სამსახურის და საოჯახო საქმეები და ბავშვები - აი, დღევანდელი დღის მთავარი საზრუნავი. იყავით ყურადღებით, რათა არ გამოგრჩეთ დეტალები. შეეხმიანეთ ნათესავებს. 

თხის რქა
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. საოჯახო საქმეები ნათესავებს გადააბარეთ; სამსახურის - კოლეგებს. თავად კი დაისვენეთ, მიიღეთ ვიტამინების კურსი. 

მერწყული
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მოაგვარეთ დაგროვილი საქმეები. მიიღეთ ვიტამინები. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და გამოიძინეთ. 

თევზები
მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას, ვარჯიში ჩანაცვლეთ ცეკვით, იოგით, მასაჟით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ, მიეფიცხეთ მზეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები