1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად" კახი კალაძის ემოციური მილოცვა


 ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ქალბატონებს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს და საკმაოდ ემოციურ წერილს აქვეყნებს :
"ყოველი საზოგადოების სახეა ქალების მდგომარეობა და ქალებისადმი დამოკიდებულება.
ჩვენ დღეს ვჩუქნით საჩუქრებს, ყვავილებს, ვუძღვნთ ლამაზ სიტყვებს და ვუსურვებთ საუკეთესოს. 
დღეს - 8 მარტს არის ის ყოველწლიური შეხსენება, რომ ქალების უფლებები, ქალების პრობლემები და მათი საზოგადოებრივი აქტიურობა არის ჩვენი - მამაკაცების ხელში, ჩვენ ვართ ვალდებულები მივცეთ მათ ასპარეზი, დავუდგეთ მხარში და ვაგრძნობინოთ თავისუფლება.
მხოლოდ თავდაჯერებული, სიყვარულში მყოფი ქალი არის შემოქმედი ბედნიერი მომავლის. 
მხოლოდ თავისუფალი ქალი არის ჯანსაღი საზოგადოების დედა!
გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად.
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!"  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები