1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარტის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

მარტში ვერძები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, განსაკუთრებით თუ არ აჩქარდებიან. ნუ მოახდენთ მოვლენების ფორსირებას. თუ ძალიან აჩქარდებით, მაღალია რაიმე მნიშვნელოვანის გამორჩენის ან დავიწყების ალბათობა. აიღეთ სიტუაციის მართვა თქვენს ხელში და არავის მისცეთ ჩარევის უფლება.

პირად ურთიერთობებში თქვენი მთავარი მტერი თქვენივე ორდინარულობაა. მართალია, თქვენს ურთიერთობას კანფეტებიც სჭირდება, ყვავილებიც და ბარებში სიარულიც, მაგრამ სცადეთ მაინც რაიმე ახლის მოფიქრება. მაგალითად, საყვარელი ადამიანი ტბაზე ნავით სასეირნოდ მიიწვიეთ. თქვენი ურთიერთობების განვითარება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დაოჯახებულ ვერძებს ამ თვეში თავიანთი მეუღლის ახალი თვალით დანახვა მოუხდებათ და შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ბევრი რამ თქვენივე ფანტაზიაა და თანაც ისე კარგად მოფიქრებული, რომ გულწრფელად გჯერათ. თუ ამას არ გააკეთებთ, უთანხმოების წარმოშობის ალბათობა მოიმატებს.

კარიერული თვალსაზრისით მარტში ვერძებისთვის არაფერი შეიცვლება. ისევ იგივე საქმეს აკეთებთ, რასაც წინა პერიოდში და არც კარიერულ კიბეზე წინსვლა გელოდებათ. 15 რიცხვის შემდეგ ვერძების ნაწილმა შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღოს ახალი სამსახურის შესახებ. ეცადეთ ამ პერიოდში ზემდგომ პირებთან ან მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან კონფლიქტს ერიდოთ. ამისთვის საკმარისია კანონს და სხვადასხვა თანამდებობრივ ინსტრუქციებს ზუსტად მისდიოთ. ამ პერიოდში თქვენი კონკურენტები ძალიან გააქტიურებულნი არიან და მათთან „ხელჩართული“ ბრძოლისთვის ემზადეთ.

მარტში ვერძის ჯანმრთელობა წესრიგშია, თუ სახსრები წესრიგში გექნათ, არადა სახსრებში მარილების დაგროვებაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში დაიცავით შესაბამისი დიეტა და შეასრულეთ ყოველღიური გამაჯანსაღებელი გიმნასტიკა. დიეტა ღვიძლის პრობლემების მქონე ვერძებსაც დასჭირდებათ.

პოზიტიური დღეები: 2, 7, 11, 13, 18, 23.

ნეგატიური დღეები: 6,12, 14, 19, 27, 31.

კურო

მარტში კუროები მატერიალურ დანაკარგს უნდა უფრთხოდნენ. შეიძლება უბრალოდ ფული დაკარგოთ და აღმოაჩინოთ, რომ მაღაზიაში შეხვედით, და არაფერი გაქვთ თან, რომ გადაიხადოთ. ამ თვეში ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ ფინანსური დოკუმენტების ხელმოწერისას, ჩეკებიც და ხელშეკრულებებიც გულდასმით შეისწავლეთ, მათ შორის წვრილი შრიფტით დაწერილი.

პირადი ურთიერთობები მარტში საინტერესო მოვლენებით იქნება დატვირთული. თვის მეორე ნახევარში ახალი და საინტერესო ნაცნობობანი გელით, რომლებიც ძალიან უცნაურ გარემოებაში შედგება. თუ ამ ჯერზე ჭეშმარიტი სიყვარული გეწვევათ, ეცადეთ ცოტა დრო სხვა საქმეებისთვისაც დაიტოვოთ. დაოჯახებულ კუროებს ვარსკვლავები მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას თავიანთი მეორე ნახევრების მოსაზრებების მოსმენასა და გათვალისწინებას ურჩევენ. მარტში თქვენს ნათესავებთან მჭიდრო კონტაქტები გელით.

პროფესიულ ასპარეზზე შეიძლება ისეთი სიტუაციები შეიქმნას, რაც მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. თუმცა მათზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ყველაფერი თავისით მოგვარდება. გარდა ამისა, მაღალია ალბათობა, რომ საქმე მხოლოდ და მხოლოდ თქვენს განწყობაშია, რომელიც ბოლო ხანებში საგრძნობლად გაგიუარესდათ. ეცადეთ წვრილმანებზე არ კონცენტრირდეთ, უმჯობესია მოზღვავებულ ინფორმაციას მიაქციოთ სათანადო ყურადღება. ამის წყალობით გადამწყვეტ მომენტში სწორი ნაბიჯების გადადგმას შეძლებთ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მარტის დასაწყისში. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური და გაუმჯობესებულია.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით არაფერი გემუქრებათ, თუმცა ყურადღებით უნდა იყოთ შარდ-სასქესო სისტემასთან და პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაიტაროთ. ეს განსაკუთრებით ასაკოვან კუროებს ეხებათ. ეცადეთ ნაკლები სითხე მიიღოთ, რაც წონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

პოზიტიური დღეები: 2, 7, 11, 13, 22, 30.

ნეგატიური დღეები: 1, 9, 14, 17, 19, 31.

ტყუპები

ტყუპებისთვის ამ თვეში რეკომენდებული არ არის გარშემომყოფებზე იმაზე უკეთესი შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა, ვიდრე სინამდვილეში არიან. ნუ მოკიდებთ ხელს საქმეს, რომელსაც წინასწარვე იცით, ვერ გააკეთებთ, მით უმეტეს, თუ ეს საქმეები თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. შემდეგ ამაო იქნება თავის მართლება და დაპირებები, რომ ყველაფერს გამოასწორებთ. უბრალოდ ვერ გაგიგებენ და ეს თქვენს კარიერულ მომავალზე ცუდად იმოქმედებს.

მარტში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მშობლებს, დამოუკიდებლად იმისა, მათთან ერთად ცხოვრობთ თუ არა. ეცადეთ ხშირად მოინახულოთ ან დაურეკოთ ხოლმე მაინც. ასე შეძლებთ მოსალოდნელი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ. ნუ გაატარებთ მათ ჩივილებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს პერიოდი ძალიან კარგი დროა ოჯახური საქმეების გასაკეთებლად. მარტში სასურველია სახლიდან ზედმეტი და არასაჭირო ნივთები მოიშოროთ, გააკეთოთ რემონტი ან იყიდოთ ახალი ავეჯი. მარტოხელა ტყუპებისთვის მაღალია ახალი რომანის გაბმის ალბათობა, რაც უამრავ სასიამოვნო შეგრძნებას მოგიტანთ.

სამსახურში საკმაოდ ბობოქარი სიტუაცია გექნებათ. ყველა საქმეში მოგიწევთ ჩართვა, დამოუკიდებლად იმისა, გინდათ ეს თუ არა. ეცადეთ თქვენს ქმედებებში თანმიმდევრულობა შეინარჩუნოთ და ყველა მოვლენა ლოგიკურ ჯაჭვში ჩასვათ. ვარსკვლავები ტყუპებს ამ თვეში თითოეულ ნაბიჯზე, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებზე კარგად დაფიქრებას ურჩევენ, რადგან მათი შედეგები ბევრად წონიანი შეიძლება აღმოჩნდეს.


პოზიტიური დღეები: 2, 9, 15, 18, 20, 23, 28.

ნეგატიური დღეები: 5, 10, 17, 21, 24, 31.

კირჩხიბი

მარტში კირჩხიბებმა მიმდინარე მოვლენებს ცოტა გვერდიდან უნდა შეხედონ და ეცადონ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს იმ შემთხვევაში, როცა სიტუაციას თქვენთან უშუალო დამოკიდებულება არ აქვს. მარტის თვეში ვარსკვლავები ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავებას გირჩევენ, რადგან შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ და შემდეგ გამოსწორებაც ვეღარ მოახერხოთ. ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენი უყურადღებობა იქნება. მოვლენების ადეკვატურად შეფასებას ვერ მოახერხებთ და თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებთ.

თქვენს პირად ცხოვრებაში მარტში ჭეშმარიტების მომენტი დადგება. კირჩხიბი, ვისაც ხანგრძლივი, მყარი ურთიერთობა აქვს თავის პარტნიორთან და არ იცის, სამომავლოდ როგორ მოიქცეს, ვარსკვლავები დაფიქრებას ურჩევენ, ღირს თუ არა არსებული ურთიერთობების გაგრძელება. ამ თვეში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენი პარტნიორი დიდი ხნის განმავლობაში გატყუებდათ და მთელი მისი დაგვიანებები სამსახურის მომიზეზებით სულ სხვა საბაბით იყო გამოწვეული. არ ღირს დაიჯეროთ, რომ თუ იგი რაიმე თქვენთვის უსიამოვნოს აკეთებს და ლაპარაკობს, ეს შემთხვევითია და აღარასდროს განმეორდება. მარტის მეორე ნახევარი კი ახალ და საინტერესო ნაცნობებს გპირდებათ. თუმცა ამისთვის საკმარისი არ არის, სახლში იჯდეთ, საჭიროა უფრო ხშირად იაროთ სტუმრად, საღამოებზე, ღამის კლუბებში და ა.შ.

სამსახურშიც დიდი ცვლილებები გელოდებათ. შესაძლებელია ახალი, საინტერესო პასუხისმგებლობები დაგეკისროთ, რასაც შესანიშნავად გაართმევთ თავს. შესაბამისად, ღირსეულ ანაზღაურებასაც მიიღებთ. თუ გკითხავენ, რამდენის მიღება გსურთ, ნუ მოგერიდებათ თქვენი შრომის ღირსეულად შეფასება. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ თვეში სხვის საქმეებში მაინცდამაინც აქტიურად ნუ ჩაყოფთ ცხვირს. ეს ეხება როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზს.

მარტის თვეში მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ეცადეთ მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და მხოლოდ ჯანსაღი საკვებით იკვებოთ. თუ სპორტის აქტიურ სახეობებს მისდევთ, ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს და ეცადეთ ამ პერიოდში არ გადაიტვირთოთ. შეიძლება კუნთები დაგეჭიმოთ. თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ გარეთ კარგი ამინდია, გაზაფხულის მაცდურ ატმოსფეროს ნუ ენდობით და თბილად გეცვათ.

პოზიტიური დღეები: 4, 8, 11, 18, 22, 30.

ნეგატიური დღეები:  6, 14, 19, 24, 27, 31.

ლომი

მარტში ლომის მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპად თავშეკავება უნდა იქცეს. ამ თვეში მათ ნებისმიერი სახის კონფლიქტში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავონ. გარშემომყოფებმა შესაძლოა სიტუაცია არასწორად შეაფასონ, რაც თქვენთვის ძალიან უსიამოვნო შედეგებს მოიტანს. და თქვენი მხრიდან მოვლენებზე ზემოქმედების ნებისმიერი მცდელობა კიდევ უარეს შედეგამდე მიგიყვანთ. და თუ მაინც ვერ მოითმენთ და კონფლიქტში თქვენი კეთილი სახელის შენარჩუნების მიზნით ჩაერევით, საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ და საეჭვოა, სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ.

ლომების სასიყვარულო ცხოვრება ვნებებით ჩქეფს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ეცდება, მშვიდად იცხოვროთ, თქვენ თავად მოგინდებათ რაღაც მძაფრი შეგრძნებების მიღება. თვის პირველ ნახევარში ვნებები და ურთიერთობებში დაძაბულობა არ მოგაკლდებათ. მარტოხელა ლომები მარტის თვეში ცხოვრებით დატკბებიან. ივლიან პაემნებზე და დარწმუნებული იქნებიან, რომ მათი პარტნიორი სიგიჟემდეა შეყვარებული. შესაძლოა ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ლომები თავიანთი ხასიათის უარყოფთ შტრიხებს მალავენ და მხოლოდ პოზიტიური მხრით აჩვენებენ პარტნიორს თავს.

პროფესიულ ასპარეზზე ლომებს დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოუწევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მალე თქვენთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდება და მზად უნდა იყოთ. დასკვნითი გამოცდა ან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაც კი მოგიხდეთ ამის გამო. მნიშვნელობა არ აქვს, ზუსტად რა მოხდება, მთავარია, თქვენს კომპეტენტურობაში ეჭვი არავის შეეპაროს და არ იფიქროს, რომ შეცდომებს უშვებთ. ამ თვეში კონკურენტებთან კონფლიქტი გელოდებათ, ყველანაირად ეცადეთ ღია დაპირისპირებისთვის თავის არიდება. მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება თვის ბოლოსკენ გადადეთ.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით მარტში თავს გაცილებით ცუდად იგრძნობთ, ვიდრე სხვა დროს. მუდმივი დაღლილობა და სისუსტე, ვირუსული დაავადებები და გაციება შეგაწუხებთ. საქმე საგაზაფხულო ვიტამინების ნაკლებობაშია, ამიტომ პროფილაქტიკისთვის ვიტამინების სტანდარტული კომპლექსი შეგიძლიათ მიიღოთ.

პოზიტიური დღეები: 2, 7, 11, 13, 18, 22, 28.

ნეგატიური დღეები: 1, 8, 12, 16, 19, 31.

ქალწული

მარტში შესაძლოა ბოლოს და ბოლოს განახორციელოთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ გაგეკეთებინათ და არ გამოგდიოდათ. ვარსკვლავები ამ ნიშნის წარმომადგენლებს უწინასწარმეტყველებენ, რომ მართალია გარემოებები ახლა მათ მხარესაა, მხედველობიდან არც ერთი წვრილმანი უნდა გამორჩეთ, თორემ მარცხს თავიდან ვერ აიცილებენ. ამიტომაც საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოჰკიდეთ ხელი, თუ სრულყოფილად ფლობთ ინფორმაციას და დროც და სახსრებიც საკმარისი გაქვთ. კარგად მოემზადეთ, რადგან ასეთი შანსი შეიძლება დიდხანს აღარც მოგეცეთ.

მარტი საკმაოდ რთული თვე შეიძლება გამოდგეს პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ამ პერიოდში საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგების წერტილი დაკარგოთ. განსაკუთრებით რთული ამ კუთხით თვის მეორე ნახევარი იქნება. ქალწულებისთვის, ვისი რომანიც ეს ესაა იწყება, ეს გაუგებრობა მუდმივ ხასიათს შეიძენს. რაც უნდა მოიქმედოთ, თქვენს მოსაზრებას პარტნიორამდე ვერ მიიტანთ. დაოჯახებულ ან ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფ ქალწულებს უბრალოდ გარიდება და დრო ჭირდებათ, რომ ეს რთული პერიოდი რაიმენაირად გადააგორონ. კონფლიქტების ასარიდებლად ეცადეთ ნაჩქარევი ნაბიჯები არ გადადგათ. მარტში თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან, რომელიც უკვე გეგონათ, აღარსად შეგხვდებოდათ.

პროფესიულ ასპარეზზე ერთგვარი დაპაუზება ფიქსირდება. ეს შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ საქმე არ არის ან ამ ნიშნის წარმომადგენლებს უბრალოდ სიზარმაცე შემოუტევთ. მოსალოდნელია გარკვეული პრობლმები პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს სიტუაცია უარყოფითად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე, მით უფრო, რომ სასწრაფოდ დაგჭირდებათ ფულის შოვნა. მსხვილი შენაძენების გაკეთებას ამ პერიოდში უნდა ერიდოთ. მარტის დასაწყისში ბევრი ინფორმაცია შემოგივათ და კარგად გაფილტრეთ, მათზე დაყრდნობის გამო ცუდ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

მარტში შესაძლოა კუჭის ტკივილები დაგეწყოთ თუ მომეტებულად ცხარე საჭმელს ეტანებით. ან შესაძლოა ძველი დაავადება გაგიაქტიურდეთ. ჩვეულ რაციონზე უარის თქმა ან დიეტის დაცვა მოგიწევთ, შესაძლოა ექიმთანაც გახდეთ მისასვლელი. ეცადეთ ამ პერიოდში მარილის მოხმარება შეამციროთ, რადგან მარილების დაგროვების ალბათობაც იმატებს.

პოზიტიური დღეები: 2, 7, 11, 13, 18, 28, 30.

ნეგატიური დღეები: 6, 8, 12, 17, 24, 31.

სასწორი

ამ თვეში სასწორები გარშემომყოფი ადამიანების ქცევით გაოგნებულნი დარჩებიან. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენ როგორც ახლო, ისე არც ისე ახლობელი მეგობრების მხრიდან მუდმივად სხვადასხვა ოინებისა და გათამაშების „მსხვერპლი“ აღმოჩნდებით. იგივე სიტუაცია იქნება სამსახურშიც. რადგანაც სასწორი საკმაოდ ემოციური ნიშანია, მისი რეაქცია ძალზე მძაფრი შეიძლება იყოს. ეცადეთ  თავი ხელში აიყვანოთ და იუმორით შეხედოთ სიტუაციას, ეს ყველა ხუმარას ჩიხში შეიყვანს. ამ პერიოდში ახლობელ ადამიანებთან გარკვეული პრობლემები გელით. თუ აქამდე ახლობელთა ქცევების მიზეზების გამოცნობა იოლად გამოგდიოდათ, ამ თვეში თქვენი ინტუიცია გიღალატებთ და იშვიათად დარჩებით მათი ქმედებით კმაყოფილი.

ამ ნიშნის წარმომადგენლები, რომელთაც უკვე აქვთ სასიყვარულო ურთიერთობა, მოულოდნელად იმედგაცრუებულნი შეიძლება აღმოჩნდნენ და მიიჩნიონ, რომ ეს სერიოზული ურთიერთობა არ არის და ყველაფერი კარგი წინ ელით. ეს არ არის სწორი მიდგომა, რადგან უნდა იცხოვროთ დღეს, დღევანდელი დღით და არა მომავლის ოცნებებით, თორემ შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ, რომ ამაოდ იცხოვრეთ.  გამორიცხული არ არის, ამ თვეში ახალი რომანი გააბათ. სინამდვილეში, მთავარია საყვარელი ადამიანის მოსასმენად და მისაღებად მზად იყოთ და არა მხოლოდ მაშინ, როცა ეს თქვენთვისაა მოხერხებული, არამედ როცა ეს მას სჭირდება.

პროფესიულ ასპარეზზე სასწორებს სტაბილური სიტუაცია ექნებათ და ამ თვეში მოულოდნელიც არაფერი მოხდება. სტაბილური იქნება თქვენი შემოსავლებიც. შესაძლოა, გრძელვადიანი ვალდებულებების დროზე ადრე გასტუმრებაც კი მოახერხოთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მარტში დამატებითი სამუშაოს აღებაც შეუძლიათ, რაც სულაც არ დაამძიმებს მათ საქმიან გრაფიკს. სასწორები მარტში კონფლიქტებში არაფრის დიდებით არ უნდა ჩაერიონ და მაქსიმალურად ნეიტრალური პოზიცია ეკავოთ.


პოზიტიური დღეები: 2, 7, 9, 20, 23, 29.

ნეგატიური დღეები: 1, 6, 10, 17, 26, 31.

მორიელი

მარტის თვეში მორიელები ბოლოს და ბოლოს მიიღებენ იმ ჯილდოს ცხოვრებისგან, რომელიც დიდი ხანია ეკუთვნით. და თუ არ მოგწონთ, რასაც იღებთ, იცოდეთ, რომ არავის უნდა დააბრალოთ, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. შესაძლოა, უბრალოდ ვერ აცნობიერებთ, რა გჭირდებათ კონკრეტული მომენტისთვის. ამ პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ თუნდაც საჭირო ტყუილების თქმას, რადგან იოლად გამოაგაშკარავებენ და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით.

მდგომარეობა თქვენს პირად ცხოვრებაში მთლიანად თქვენს მეორე ნახევარზეა დამოკიდებული. თუ იგი კმაყოფილი იქნება, ყველაფერი შესანიშნავად აეწყობა. თქვენ იგრძნობთ ნაზ ყურადღებას, რაც ძალიან სასიამოვნო იქნება. თქვენი ურთიერთობა ისევ სიყვარულისა და ვნებების ტალღებში იქნება გახვეული. თუმცა თუ თქვენი პარტნიორი რაიმეთი უკმაყოფილოა, საპირისპირო სურათს მიიღებთ. ამ  დროს მთავარია გაერკვეთ, რაშია მისი უკმაყოფილების მიზეზი და ის გამოასწოროთ. დაოჯახებულ მორიელებს ვარსკვლავები ოჯახურ მოგზაურობაში წასვლას და გარემოს შეცვლას ურჩევენ.

პროფესიული ასპარეზი ამ თვეში განსაკუთრებულ დავიდარაბას არ მოგიტანთ. ყველაფერი სწორ, თანაბარ ზედაპირზე მიედინება და არც უსიამოვნო სიურპრიზები გელით. თუმცა ეს მხოლოდ რიგით პოზიციებზე მომუშავე მორიელებს ეხებათ. მაღალი რანგის თანამდებობის პირ და მენეჯერ მორიელებს უმაღლეს ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ან შემოქმედებითი შთაგონების დაკარგვა ელით.  მარტში შეიძლება ისეთი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვოთ, ვინც შედარებით ახლადგაცნობილი გყავთ, იგი კი საკმაოდ გავლენიანი პირია.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცოტა საჭოჭმანო თვეა. უნდა ერიდოთ ყველა სახის ანთებებს, ასევე რევმატიზმსა და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. ყურადღება მიაქციეთ ახალგაჩენილ ხალებს ან ლაქებს თქვენს კანზე, აჯობებს თუ ამ თემაზე სპეციალისტის კონსულტაციას მიმართავთ. ეს მრავალი პრობლემისგან დაგიცავთ.

პოზიტიური დღეები: 2, 11, 15, 18, 23, 30.

ნეგატიური დღეები: 1, 10, 16, 17, 27, 31.

მშვილდოსანი

მარტში მშვილდოსნები პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ენდონ და საკუთარ ემოციებს არ აჰყვნენ. ვარსკვლავების წინასწარმეტყველებით, ამ თვეში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებულად აზარტულები იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძნობა მათთვის უჩვეულოა. საუბარია არა მხოლოდ აზარტულ თამაშებზე. აზარტს გამოავლენთ ყველაფერში – ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამსახურში, ნებისმიერ სხვა ადგილას. საუბარი იმაზეა, რომ შეგიძლიათ აზარტით შეეჭიდოთ ნებისმიერ საქმესა თუ ამოცანას, რაც საბოლოო ჯამში, ცუდ შედეგს ნამდვილად არ მოიტანს.

მარტოხელა მშვილდოსნები ან ამ ნიშნის ისეთი წარმომადგენლები, რომელთაც ამა  თუ იმ მიზეზით დაკარგეს საყვარელი ადამიანები, მარტში ჯერ კიდევ არ იქნებიან ახალი ურთიერთობისთვის მზად. ვარსკვლავები მშვილდოსნებს მცირედი წუთშესვენების აღებას ურჩევენ, რადგან თუნდაც ვინმე კარგი ადამიანი გაიცნოთ, მაინც ვერ შეძლებთ მასთან პოზიტიური ურთიერთობის აწყობას. დაოჯახებული მშვილდოსნების ცხოვრებაში კი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. კარგი იქნება თუ ამ თვეში შინაურ პრობლემებს მეტ დროს დაუთმობთ, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე.

პროფესიულ ასპარეზზე მშვილდოსნებისთვის რეკომენდებულია ყველა საკითხსა და მოვლენაზე საკუთარი მოსაზრებისა და პოზიციის ქონა და მისი მტკიცედ დაცვა. ეს ბევრ გაუგებრობას აგარიდებთ თავიდან. თუ რაიმე საეჭვო პროექტში ჩართვას შემოგთავაზებენ, მტკიცე უარი უთხარით, რათა ზედმეტი დანაკარგები და ნერვიულობა აიშოროთ. თუ თქვენ დიდი ხანია ერთ ადგილას მუშაობთ, შეიძლება უცებ შევიწროებაში მოყვეთ, მაგალითად, კაბინეტში ვინმე შემოგისახლონ ან რაღაც მსგავსი დისკომფორტი შეგიქმნან. ყურადღება უნდა მიაქციოთ ასევე თქვენს შემოსავლებს, რომლებიც ამ თვეში ზრდას არ ექვემდებარება.


პოზიტიური დღები: 6, 10, 12, 17, 19, 21.

ნეგატიური დღეები: 2, 11, 13, 18, 23, 30.

თხის რქა

ამ წლის მარტში თხის რქებისთვის რეკომენდებულია პუნქტუალობის უმაღლესი დონის დაცვა. ვარსკვლავები ამ ნიშნის წარმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ ამ ტაქტიკის გამოყენება მათ ბევრი პრობლემისგან დაიცავს. ასევე აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თუ ვის რის და როდის გაკეთებას დაპირდით. მხოლოდ ასე შეინარჩუნეთ მომხრეებს, ვისი მხარდაჭერაც მარტში თქვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება. ნუ გექნებათ იმედი, რომ თუ პირიქით ქცევა ადრე გამოგდიოდათ, ახლაც ისევე უშედეგოდ ჩაივლის. ყველაფერი როდესღაც სრულდება.

პირად ცხოვრებაში თხის რქებს ყველაფერი საუკეთესოდ ექნებათ. მარტში ვარსკვლავები სიყვარულის ოკეანეებს გპირდებიან. მარტოხელა თხის რქებს აქვთ შანსი დიდ და რაც მთავარია, საპასუხო სიყვარულს შეხვდნენ. ეს შეიძლება მარტის პირველივე დეკადაში მოხდეს. და მართალია, თხის რქები ჩვეულებრივ ეჭვით უყურებენ ყველანაირ მოულოდნელობას, ეს კონკრეტული მოულოდნელობა მათ ძალიან მოეწონებათ. სიყვარული მათ ცხოვრებაში სიხარულსა და სიამოვნებას მოუტანს, რაც აქამდე ძალიან აკლდათ. დაქორწინებულმა ან დიდი ხნის შეყვარებულმა თხის რქებმა საკუთარ მეორე ნახევრებს ჩვეულებრივზე მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმონ. თუ საყვარელი ადამიანი თქვენს საიმედოობას ირწმუნებს, ურთიერთობაში ყველაფერი კარგად იქნება.

თქვენი პროფესიული საქმიანობა ამ თვეში წარმატებასა და სიხარულს მოგიტანთ. ამ სფეროში აბსოლუტურად ყველაფერი თქვენს ხელშია. შეგიძლიათ აქტიურად ჩაერთოთ საქმინობაში და დიდი ოდენობით პროექტების დამუშავებას შეუდგეთ ან მეორე უკიდურესობა, დასვენება გადაწყვიტოთ და ესეც არ იქნება ნეგატივის მომტანი თქვენი კარიერისა თუ მატერიალური მდგომარეობისთვის. შეგიძლია მხოლოდ იმ აუცილებელ საქმეებს შეეჭიდოთ, რომლებიც სწორედ მარტშია გასაკეთებელი და გადადებას არ ექვემდებარება. ამ თვეში შეძლებთ ბევრი ისეთი ამოცანის გადაწყვეტას, რასაც სულ ხვალისთვის დებდით.


პოზიტიური დღეები: 2, 11, 18, 28, 30.

ნეგატიური დღეები: 1, 8, 15, 17, 24, 27.

მერწყული

მერწყულების საქმიანობა მარტის თვეში შეიძლება ერთი სიტყვით დავახასიათოთ – დამანგრეველი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ პერიოდში თქვენს ყველა დაუფიქრებელ ქმედებას არასწორი ხასიათი ექნება და სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. თუმცა თუ ყველა გადასადგმელ ნაბიჯზე გულდასმით დაფიქრდებით და ყველა მინუს-პლუსს აწონ-დაწონით, მარტი თქვენთვის წარმატებულიც შეიძლება გამოდგეს. მთავარია, ნათლად გქონდეთ წარმოდგენილი, რისი მიღწევა გინდათ და მაშინ წინ ვერავინ და ვეღარაფერი დაგიდგებათ.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ რაიმე უჩვეულოს ტყუილად დაუცდით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალ ნაცნობებს გაიჩენთ, ისინი თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენენ. ის მერწყულები, ვისაც ურთიერთობა სულ ახალი დაწყებული აქვს და ძალიან უფრთხილდება, ვარსკვლავები მისი მეორე ნახევრისთვის ხშირი სიურპრიზების მოწყობას ურჩევენ. დაე თქვენი პარტნიორი ვერასდროს ხვდებოდეს, სად წაიყვანთ და რა საჩუქარს მოუმზადებთ. თუმცა იმის გამო, რომ ურთიერთობა ახალია და პარტნიორს მაინცდამაინც კარგად არ იცნობთ, გაგიჭირდებათ მიხვედრა, რა შეიძლება გაუხარდეს.

სამსახურში ჩვეული საქმით იქნებით დაკავებული, სამაგიერთოდ თავისუფალი დრო შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ჰობის დაუთმოთ. შეიძლება თქვენი დროის რაიმე საინტერესო პროექტისთვის დათმობა გინდოდეთ. სხვა ინტერესების არქონისას თქვენს ჩვეულ სამუშაოში ყურებამდე ჩაეფლობით და ხანდახან გეგონებათ, რომ თქვენი ძალები ამოწურვის პირზეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მარტში თქვენთვის არც ისე იოლი პერიოდი დგება, თუმცა ყველა პრობლემას ადრე თუ გვიან გაუმკლავდებით. საკუთარი ბიზნესის მქონე მერწყულები კი იძულებული გახდებიან ყველა, წვრილმანი თუ მსხვილმანი საკითხი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ.

თუ მარტში რაიმე დაავადების სიმპტომი აღმოგაჩნდათ, მალევე მიმართეთ ექიმს და მკურნალობის შესაბამისი კურსიც გაიარეთ. ამ პერიოდში შეიძლება სისხლძარღვების პრობლემები შეგექმნათ, არის ტრომბის წარმოქმნის ალბათობაც. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფეხებს. თუ სერიოზული სპორტით ხართ დაკავებული, დიდია ტრავმის მიღების ალბათობა.

პოზიტიური დრეები: 2, 5, 11, 18, 23, 30.

ნეგატიური დღეები: 3, 12, 17, 21, 24, 27.

თევზები

მარტში თევზებმა ადრიანად არაფერი უნდა დაგეგმონ, რადგან მაღალია ალბათობა, რომ არჩევანში შეცდებიან. ვარსკვლავები გირჩევენ შექმნილი გარემოებების შესაბამისად, სპონტანურად იმოქმედოთ. დაეყრდენით თქვენს ინტუიციას, მას ხომ ჯერ არასდროს უღალატია. შესაძლებელია ამ პერიოდში ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოახერხოთ. ეცადეთ ყველა მათგანი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ამოცანას ვერ უმკლავდებით. ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ, ამ შემთხვევაში ადამიანები ფარისევლობაში დაგადანაშაულებენ.

გასაკვირია, მაგრამ მარტის თვეში თევზები გამოავლენენ მათთვის აბსოლუტურად უჩვეულო მიზანსწრაფულობას ყველაფერში, რაც სასიყვარულო თემას ეხება. ამ თვეში შეძლებთ ყველა მეტოქე ჩამოიცილოთ გზიდან და ამას ისე დახვეწილად გააკეთებთ, რომ თქვენი რჩეული აღფრთოვანებული დარჩება და საბოლოოდ არჩევანს თქვენს სასარგებლოდ გააკეთებს. ასეთივე პრინციპით იმოქმედებენ ქორწინებაში მყოფი თევზებიც. ისინი ერთი ნაბიჯსაც არ მოიცვლიან თავიანთი პოზიციიდან. სწორედ ასე მივლენ საბოლოოდ წარმატებამდე და დაუმტკიცებენ თავის მეორე ნახევარს, რომ მათი სიყვარული ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც ცხოვრებაში აქვთ.

პროფესიულ ასპარეზზე ყველაფერი ასე პოზიტიურად არ იქნება და ყოველთვის ვერ შეძლებთ გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ. მარტში სიტუაცია, რომელიც თქვენ სასარგებლოდ იყო იყო, შეიძლება მოულოდნელად საწინააღმდეგო მხარეს მოტრიალდეს. მაგალითად, შეიძლება ვერ დაწინაურდეთ კარიერულ კიბეზე, რასაც დარწმუნებით ელოდით ან ვერ მიიღოთ კრედიტი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით. ამავე დროს თქვენი ფინანსური მდგომარეობა შიშის საფუძველს სულაც არ იძლევა, შემოსავლები სტაბილურად შემოდის და ზრდის ტენდენციითაც ხასიათდება.


პოზიტიური დღეები: 2, 5, 13, 20, 27, 29.

ნეგატიური დღეები: 1, 6, 16, 19, 25, 31.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები